Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს და მას მთავრობისთვის ‘ხელის შეშლაში’ ადანაშაულებს
Civil Georgia, Tbilisi / 11 სექ.'14 / 16:33

ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის მთავრობას „კონკურენტად“ განიხილავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი ბოლო ქმედება იმის მანიშნებელია, რომ მარგველაშვილი მთავრობის საქმიანობას „ხელს უშლის“.

ივანიშვილმა მარგველაშვილი იმ ფონზე გააკრიტიკა, როდესაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დავა მიმდინარეობდა ნიუ–იორკში გაეროს შტაბბინაში წასვლასთან დაკავშირებით.
 
„ნაციონალურ მოძრაობას აწყობს კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ძალიან აწყობს“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომლის ნაწყვეტებიც  მედია ჰოლდინგმა პალიტრამ 11 სერქტემბერს გამოაქვეყნა.

„განა ლამაზი იქნება ორი ცალ–ცალკე დელეგაციის წასვლა პატარა ქვეყნიდან, ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში?“ განაცხადა ივანიშვილმა.

„მაგრამ ეს კაცი ამას არ დაგიდებს არაფრად და ისევ კონკურენციას აგრძელებს“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ივანიშვილმა განაცხადა მარგველაშვილის მიერ ნოემბერში ფიცის დადებიდან რამდენიმე დღეში, მათ შორის „ერთ–ერთი პოლემიკის საგანი“ გახდა ის, რომ „პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან“.

„ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და არა ერთჯერ. ეს ჩემთვის იყო გაუგებარი“, – განაცხადა ივანიშვილმა, “მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად და მოხვედით ერთ გუნდად, მთელი  გუნდი ქართული ოცნების სახით გეხმარებოდა, მთელი არჩევნების პერიოდში მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მერე რისთვის და რად გინდათ კონკურენცია; რომ ეს დააზარალებს. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობა, თქვენ კონკურენტი გყავთ უამრავი პრობლემები, ტერიტორიული მთლიანობა, საგარეო პოლიტიკა და ასე შემდგომ. უამრავი პრობლემა გაქვთ და ეს არის თქვენი კონკურენტი, ხელი ხელს ჩაკიდეთ, თქვენ ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია ან რატომ გინდათ კონკურენცია, რომელიც მან ეს ვერ დამისაბუთა. მე ჩემსაზე დავრჩი, მაგრამ მას აზრი არ შეუცვლია“.

ისევე როგორც მარტში, როდესაც მან პირველად საჯაროდ გააკრიტიკა პრეზიდენტი, ივანიშვილმა კვლავ  დაიჩივლა მარგველაშვილის მიერ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლის თაობაზე. მან განაცხადა, რომ მარგველაშვილი მაინც გადავიდა საპრეზიდენტო სასახლეში მიუხედევად იმისა, რომ იცოდა კოალიცია ქართული ოცნების „უარყოფითი განწყობა“ ამაზე. მან ასევე გაიხსენა, რომ წლის დასაწყისში მარგველაშვილმა „ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხულიც არ ქონდა“.

ივანიშვილმა იმის გამოც გააკრიტიკა პრეზიდენტი, რომ მან დააგვიანასაიდუმლო გრიფის მოხსნა ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებზე.

„ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ ის კონკურენტს ებრძვის – ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო – კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ეს ხელის შეშლაა საბოლოო ჯამში. ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34