Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი
Civil Georgia, Tbilisi / 1 ოქტ.'14 / 16:45

მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლის შემოსავლებიც 7.93 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯები 7.891 მლრდ ლარზეა გათვლილი.

ორივე ეს მაჩვენებელი აღემატება 2014 წლის ბიუჯეტის ანალოგიურ მონაცემებს -  წელს შემოსავლების სახით 7.319 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.539 მლრდ ლარს შეადგენს.

მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 7.46 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 640 მლნ ლარით აღემატება 2014 წელს დაგეგმილ საგადასახადო შემოსავლებს; პროექტის თანახმად, 2015 წელს გრანტების მოცულობა 180 მლნ ლარამდე იზრდება წელს დაგეგმილი 144 მლნ ლარიდან, ხოლო „სხვა შემოსავლები“  290 მლნ ლარამდე იკლებს წლევანდელი 355 მლნ ლარიდან. 

მთავრობა მომავალი წლისთვის „კონსერვატიული მიდგომით“ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მშპ-ს 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი 2014 წელსაც მაშინ, როცა წინასწარი მონაცემებით, პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის 6.1%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, სამინისტროებს შორის თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2.750 მლრდ ლარი (2014 წელს - 2.658 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 625 მლნ ლარი (2014 წელი - დაფინანსების თავდაპირველი გეგმა, რაც 660 მლნ ლარს შეადგენდა, შემცირდა 615.9 მლნ ლარამდე, რადგან სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ "დელტას" დაფინანსება გადატანილია ეკონომიკის სამინისტროში, ხოლო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და ცალკე მხარჯავ დაწესებულებად ჩამოყალიბდა;  2013 წელი - თავიდან დაგეგმილი იყო 660 მლნ ლარი, თუმცა ფაქტობრივად დაიხარჯა 610.4 მლნ ლარი; 2012 წელი - 730.6  მლნ ლარი; 2011 წელი – 711 მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 600 მლნ ლარი (2014 წელი - 600 მლნ; 2013 წელი -  570 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 955 მლნ ლარი (2014 წელი - 875 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 828.9 მლნ ლარი (2014 წელი - 754.3 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 291 მლნ ლარი (2014 წელი – 263.5  მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 96 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 120  მლნ ლარი (2014 წელი – თავდაპირველად დაგეგმილი იყო  87 მლნ ლარი, თუმცა ეს გეგმა გაიზარდა 131 მლნ ლარამდე „დელტას“ დაფინანსების გამო);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 135 მლნ ლარი (2014 წელი - 114.6 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 65 მლნ ლარი (2014 წელი - 60.5  მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 155 მლნ ლარი  (2014 წელი - 154 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2014 წელი – 90 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  85 მლნ ლარი (2014 წელი- 80 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  55 მლნ ლარი (2014 წელი – 53.9 მლნ ლარი);
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 35 მლნ ლარი (2014 წელი - 31  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 60 მლნ ლარი (2014 წელი - 48 მლნ ლარი);
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.350 მლნ ლარი (2014 წელი - 1.350 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.8 მლნ ლარი (2014 წელი - 2.8  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  1 მლნ ლარი (2014 წელი - 900 ათასი ლარი).

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს პარლამენტი და მასთან არსებული დაწესებულებები, კერძოდ კი ეროვნული ბიბლიოთეკა მილიონი ლარით მეტს მიიღებს და საერთო ჯამში, 60.5 მლნ ლარით დაფინანსდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსება მომავალ წელს უცვლელი დარჩება და შესაბამისად, 9 მლნ და 5 მლნ ლარს შეადგენს.

თუმცა მომავალ წელს 20 მლნ ლარით გაიზრდება და 70 მლნ ლარს მიაღწევს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსება კვლავაც 20 მლნ ლარი იქნება, ბიუჯეტის პროექტის თანახმად.

ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრასფერების საერთო რაოდენობა მომავალ წელს 850 მლნ ლარამდე გაიზრდება, წელს არსებული 795.9 მლნ ლარიდან. ამ ჯამური ოდენობიდან ყველაზე დიდ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი მიიღებს დაახლოებით 412 მლნ ლარის ოდენობით.

სახალხო დამცველის აპარატი 3.4 მლნ ლარს მიიღებს, რაც 1 მილიონამდე ზრდაა წლევანდელ დაფინანსებასთან შედარებით.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ასევე გაეზრდება დაფინანსება 40.8 მლნ ლარამდე წელს არსებული 38 მლნ ლარიდან.  

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს საქართველოს საპატრიარქოს კვლავაც 25 მლნ ლარით დააფინანსებს, პროექტის თანახმად.

თებერვალში შექმნილი რელიგიის საკითხთა სააგენტო, რომელიც დამატებით ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების საკითხებს კურირებს, მომავალ წელს 4 მლნ ლარს მიიღებს. 

საპარლამენტო განხილვების შედეგად ბიუჯეტის პირველადმა პროექტმა შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განიცადოს მანამ, სანამ მას დეპუტატები წლის ბოლომდე კენჭს უყრიან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40