Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი ახალ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებით ‘ხარვეზების’ სწრაფი აღმოფხვრის პირობას დებს
Civil Georgia, Tbilisi / 8 ოქტ.'14 / 17:32

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 8 ოქტომბერს, რომ მთავრობა „მალე“ მოაგვარებს იმ ახალ გამკაცრებულ სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც ძალაში 1 სექტემბრიდან შევიდა.

„ყველა ის ხარვეზი, რაც დაფიქსირდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქნება აღმოფხვრილი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, „მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ უცხოელ მოქალაქეს, რომელსაც ახალი სავიზო პოლიტიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით გარკვეული უხერხულობა და პრობლემები შეექმნა; ეს არ არის მიზანმიმართული, ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი და გამოსწორდება ყველა ის ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდება ამ პროცესში; ძალიან მალე გავაკეთებთ ამ ყველაფერს“.   

„ყველა ის პროცედურა და ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კიდევ უფრო უკეთესად დაცულნი, რომ საქართველოში მიგრაციის პროცესები იყოს ეფექტიანად მართული; მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საზღვრის დაცვის პოლიცია მუშაობს ძალიან ეფექტიანად“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შეაქო, მათ შორის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების გამო, „ეს ყველაფერი შექმნის ძალიან კარგ სურათს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სანდოობა გაიზარდოს ევროპის ქვეყნებში, იყოს მეტი უსაფრთხოება და უფრო დაცულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეები“.

მან ეს განცხადება თბილისში მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის გაიხსნის შემდეგ გააკეთა. ახალმა კანონმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ, რომელიც წლის დასაწყისში იქნა მიღებული და 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ასევე გაამკაცრა მიგრაციის კონტროლი.

საქართველო უვიზოდ შემოსვლის წესებს დაახლოებით 104 ქვეყნისა და ტერიტორიის მოქალაქეებისთვის ძალაში ტოვებს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში ვიზის გარეშე ყოფნა მაქსიმუმ 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად მანამდე არსებული 360 დღისა.

ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე საქართველოს ვიზის აღება შეიძლებოდა როგორც ქვეყანაში შემოსვლისას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, ისე საქართველოს დიპლომატიურ მისიებში. თუმცა ახალი კანონით, მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს აქვთ ვიზების გაცემის უფლება. მას შემდეგ, რაც ახალი წესები შევიდა ძალაში, გაჩნდა პრეტენზიები ბინადრობის ნებართვების მოპოვების რთულ პროცედურებთან დაკავშირებით.

ეს საკითხი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლების მიერ 7 ოქტომბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრაზეც იქნა წამოწეული. იგივე საკითხი წამოწია საერთაშორისო სავაჭრო პალატამაც, როდესაც მისმა საკონსულტაციო საბჭომ 2 ოქტომბერს ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან გამართა შეხვედრა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახალ სავიზო პოლიტიკას ძალიან უარყოფითი შედეგები აქვს.    

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ 7 ოქტომბერს, რომ ახალი რეგულაციები „პირდაპირ“ კავშირშია ევროკავშირთან საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან და მისი „პრინციპები“ არ გადაიხედება, თუმცა კანონის ზოგიერთ ასპექტში შესაძლებელია ცვლილებების შეტანა.

მისი თქმით, ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე საქართველოში მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებს ხუთი თვე ჰქონდათ, რათა ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად „საკუთარი საბუთები მოეწესრიგებინათ“. წულუკიანის თქმით, ბევრმა მათგანმა ეს გააკეთა და უპრობლემოდ მოიპოვა ბინადრობის ნებართვა.

„დარჩა პატარა სეგმენტი აქ მყოფი უცხოელების, რომელთაც ვერ დაიჯერეს, რომ კანონი კანონია – არადა ჩვენს ქვეყანაში კანონი მართლაც კანონია – და მათ შეექმნათ პრობლემები იმიტომ, რომ არ მიიღეს მხედველობაში, რომ ხუთი თვე ჰქონდათ საბუთების მოსაწესრიგებლად“, – განაცხადა წულუკიანმა, „ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და პრემერთან თათბირზე ეს თემა განვიხილეთ. მე მქონდა მიტანილი სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ არაფერი შემაშფოთებელი არ ხდება – არის უბრალოდ ჯგუფი უცხოელების, რომელთაც ვერ მოასწრეს, ან არ მოასწრეს საბუთების მოწესრიგება და ჩვენ მათთვის, მე ამის პირობას ვდებ, ვიპოვით გამოსავალს... რამდენიმე მათგანს უკვე ვუპოვეთ გამოსავალი. ჩვენ ინდივიდუალურად ვსწავლობთ საქმეებს... მათი ოდენობა არის დაახლოებით 300–დან 400–მდე“.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17