Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას ექსტრადირებაზე უარი თქვა
Civil Georgia, Tbilisi / 16 ოქტ.'14 / 17:45

საბერძნეთის სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. 

„კიდევ ერთმა ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ საქართველოში არის პოლიტიკური დევნა“, - განუცხადა დათა ახალაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს  16 ოქტომბერს სასამართლო მოსმენის შემდეგ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ განცხადებას ამ საქმესთან დაკავშირებით მას შემდეგ გააკეთებს, რაც საბერძნეთის სასამართლოს ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებს იმის თაობაზე, თუ რა საფუძველი დაედო ამ გადაწყვეტილებას.

დათა ახალაია მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად საქმეზე, რომელიც ცხრა წლის წინ პოლიციელების ცემას ეხება. მას ასევე ბრალი აქვს წაყენებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით და ასევე კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც 2006 წლის იანვარში თბილისში ჩატარებულ მსხვერპლიან სპეცოპერაციას ეხება.

ინტერპოლის მიერ ძებნილი დათა ახალაია, რომელმაც საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა, საბერძნეთში გაზაფხულის დასაწყისში დააკავეს, როცა ის, გავრცელებული ინფორმაციით,  ყალბი საბუთით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. ივნისის დასაწყისში ის წინასწარი პატიმრობიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც საბერძნეთის სასამართლოს მიერ დაკისრებული 100 ათასი ევროს ოდენობით გირაო გადაიხადა.

დათა ახალაიას მსგავსად, რომელიც კუდ-ის ხელმძღვანელობის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეც იყო, საქართველოში სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს მისი ძმის, ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ, რომელიც 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ასევე მამის, როლანდ ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია.

დათა ახალაია ყოფილი ხელისუფლების პირველი მაღალჩინოსანი არ არის, რომლის ექსტრადიციაზეც საქართველომ უარი მიიღო. ანალოგიური გადაწყვეტილება საფრანგეთის სასამართლომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ გამოიტანა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28