Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი „საწყენს" უწოდებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას
Civil Georgia, Tbilisi / 29 ოქტ.'14 / 15:53

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „საწყენი“ უწოდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გაფლანგვის ბრალდებით დაკავების შემთხვევას და განაცხადა, რომ „უნდა დაველოდოთ ყველანი გამოძიებას“.

„პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოიძიოს ეს საქმე, რომ არცერთი შეკითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, - განაცხადა მან 29 ოქტომბერს გაკეთებულ კომენტარში.

თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი იქნა დაკავებული 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რაც პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას უკავშირდება. 28 ოქტომბერს პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ გამოძიება „ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენადაც“ მუშაობს.

ჟურნალისტების კითხვაზე ხომ არ შეიძლება დადგეს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას გადადგომის საკითხი 2013 წლის მაისში მომხდარი იმ შემთხვევის მსგავსად, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის გაფლანგვის  შემდგომში დაუდასტურებელი ბრალდებებით დაკავებას უწყების მაშინდელი ხელმძღვანელის დავით კირვალიძის გადადგომა მოჰყვა,  ღარიბაშვილმა უპასუხა: „ძალიან ჩქარობთ, მე მგონი, ძალიან ჩქარობთ“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33