Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 31 ოქტ.'14 / 15:04


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლიაიენი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაზე ბერლინში. ფოტო: გერმანიის თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გერმანიაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 30 ოქტომბერს თავის გერმანელ კოლეგას ურსულა ფონ დერ ლიაიენს შეხვდა.

„საქართველო-გერმანიის ურთიერთობები სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ძალიან ინტენსიური ხდება“, - განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები, 2015 წლიდან ავღანეთში  „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივი მონაწილეობის საკითხები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის  ახალი პაკეტი განიხილეს.

„მივიღე დარწმუნება გერმანიის თავდაცვის მინისტრისგან, რომ გერმანიას ექნება წამყვანი როლი ამ პაკეტის იმპლემენტაციაში, რაც არის სამომავლოდ ჩვენი ნატოში გაწევრიანების საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანელს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„ამასთან ერთად, ორმხრივ ჭრილში ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც მისცემს გერმანული მხარე ქართულ შეიარაღებულ ძალებს საგანმანათლებლო კუთხით, თუ როგორ გაიზარდოს ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს ხელს შეუწყობს ნატოსთან და გერმანიასთან სრულ სამხედრო თავსებადობას“, - განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში, ალასანიამ ასევე მოინახულა ქართული ქვედანაყოფი ვილდფლეკენის სამხედრო ბაზაზე და განაცხადა, რომ გერმანული მხარე ქართველ სამხედროებს „უმაღლეს“ შეფასებას აძლევს.

„მათი საბრძოლო მზადყოფნა არის ძალიან მაღალი და გააგრძელებენ 2015 წელს ავღანეთში გერმანელებთან ერთად საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ვიზიტამდე საფრანგეთს სტუმრობდა.  ამ ვიზიტებს დაემთხვა მისი თანამშრომლების გაფლანგვის ბრალდებით დაკავება თბილისში, რაზეც მინისტრს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32