Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურის თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალი წარედგინებათ
Civil Georgia, Tbilisi / 4 ნოე.'14 / 14:53

მთავარმა პროკურატურამ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამ ექიმს და კვების უზრუნველმყოფელი კომპანიის სამ მენეჯერს ბრალს წარუდგენენ 2013 წელს ჯარისკაცების „მასობრივი“ მოწამვლის საქმეზე.

ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბოლო ერთ კვირაში გაასაჯაროვა. ოქტომბრის ბოლოს პროკურატურამ  თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი  საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმეზე დააკავა.

4 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2013 წლის განმავლობაში სხვადასხვა საჯარისო ნაწილებში 858 სამხედროს მოწამვლის ათი ცალკეული შემთხვევის გამოძიება გასული წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ არ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და „მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი გამოძიებას“.

პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი და მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული, კვებით მომსახურების განმახორციელებელი „ქართული კვების კომპანიის“ სამი მენეჯერი „გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას“ და არ უზრუნველყოფდნენ სასადილოებში „სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედვერლობის და კონტროლის განხორციელებას“.

„ამის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად დაავადებას“, - აცხადებს პროკურატურა და საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებზე მიუთითებს.

პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2013 წელს  შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თანამშრომლებმა რიგი სასადილოები შეამოწმეს, სადაც  „სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები“ გამოავლინეს და ამის შესახებ აცნობეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, თუმცა ამას „რეაგირება არ მოყოლია“.

გენშტაბის ამჟამინდელი უფროსი ვახტანგ კაპანაძე ამ თანამდებობაზე 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა, შეცვალა რა ამ პოსტზე ირაკლი ძნელაძე.

თავდაცვის სამინისტროში პროკურატურის ახალ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

სამხედრო ნაწილებში ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტების კომენტირებისას  შარშან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არ გამორიცხა, რომ ეს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართული “საბოტაჟი“ იყო.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14