Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვმა და სოხუმმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს
Civil Georgia, Tbilisi / 24 ნოე.'14 / 17:45

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას 24 ნოემბერს სოჭში შეხვდა, სადაც მათ ხელი მოაწერეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალ ხელშეკრულებას.

პუტინმა მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ რუსეთი „გააორმაგებს“ დახმარებას სოხუმისთვის, რომელიც პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვნად არის უკვე დამოკიდებული მოსკოვზე.

„ჩვენი შეხვედრის დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ წარმატებით ვითარდება, ჩვენ გვაქვს კარგი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა“, - უთხრა პუტინმა ხაჯიმბას.

„იმავდროულად, ჩვენი ექსპერტები, პარლამენტების წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა შეიქმნას საუკეთესო პირობები ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის, ასევე აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის  და იმ მთავარი ამოცანის შესრულებისთვის, რომელიც ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას ეხება“, – განაცხადა პუტინმა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ გნახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრა კარგ იმპულსს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მთელი კომპლექსის განვითარებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ხაჯიმბამ უთხრა პუტინს: „ჩვენი ქვეყანა საკმაოდ დიდი ხანი განიცდიდა სირთულეებს და დღეს ჩვენ ურთიერთობების ახალ ფაზაზე გადავდივართ: ამ ხელშეკრულების ხელმოწერით, ჩვენ აუცილებლად გავზრდით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ადრე რუსეთის ფედერაციამ შეგვიქმნა“.

“ეს მოიცავს უსაფრთხოებას, ასევე აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ იმედს ვამყარებთ ამ ურთიერთობებზე და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჩვენთვის აღმოჩენილი დახმარება ნამდვილად სასარგებლო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის რუსეთის ფინანსური დახმარების გაორმაგება „შესაბამის შესაძლებლობებს მოგვცემს ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის“.

“თუ წინა წლებში ჩვენ ძირითადად სოციალურ პროექტებზე ვამახვილებდით ყურადღებას, დღეს ჩვენს წინაშეა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების დონის ამაღლების ამოცანა“, – განაცხადა ხაჯიმბამ.  

რუსეთთან პარტნიორობის ხელშეკრულების „განახლების“ იდეა პირველად საჯაროდ აფხაზეთში მაისის ბოლოს გახმოვანდა აფხაზეთის მაშინდელ ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების დროს. ეს ინიციატივა იმ ოპოზიციურმა მოძრაობამ გააჟღერა, რომელსაც ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა და რომელსაც იმ დროს სოხუმში პრეზიდენტის რეზიდენცია ჰქონდა დაკავებული.

მას შემდეგ, რაც ანქვაბი გადააყენეს, საარჩევნო კამპანიის დროს რაულ ხაჯიმბა რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობებისკენ მოუწოდებდა, თუმცა არა „ასოცირებული“ კავშირისკენ. სეპარატისტული რეგიონის ლიდერად არჩევიდან სამ დღეში ხაჯიმბა 27 აგვისტოს პუტინს შეხვდა ნოვო–ოგარიოვოს რეზიდენციაში, სადაც  წლის ბოლომდე ახალი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

13 ოქტომბერს აფხაზურმა მხარემ საჯარო გახადა რუსეთის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტი „მოკავშირეობის და ინტეგრაციის“ შესახებ, რომელიც სოხუმში გააკრიტიკეს. ორი კვირის შემდეგ აფხაზურმა მხარემ ხელშეკრულების შეცვლილი ვერსია წარმოადგინა.  მართალია საბოლოო ტექსტი, რომელიც სეპარატისტული რეგიონის და რუსეთის მთავრობებმა 19 ნოემბერს და 20 ნოემბერს, შესაბამისად, ხელმოსაწერად დაამტკიცეს, აფხაზური წინადადებების უმეტესობას ასახავს, მაგრამ აფხაზური საზოგადოების ნაწილში კვლავ არსებობს წუხილები იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების შედეგად შესაძლოა რეგიონის შთანთქმა მოხდეს რუსეთის მიერ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17