Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 27 ნოე.'14 / 19:42

პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შსს-ის უტოვებს ბერკეტს საკომუნიკაციო საშუალებებზე ჰქონდეს პირდაპირი წვდომა, პირველი მოსმენით  დაამტკიცა, ხოლო ამავე საკითხზე რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას უზღუდავდა, ჩააგდო.

26-27 ნოემბერს ამ საკითხებზე გამართული ხანგრძლივი განხილვებისა და მწვავე დებატების შემდეგ კენჭისყრები ხუთშაბათს საღამოს შედგა, რომელსაც 134 დეპუტატი ესწრებოდა. დეპუტატების ამ რაოდენობამ კანონპროექტის მიღებისათვის საჭირო მინიმალური კვორუმი 68 დეპუტატით განსაზღვრა.

მართალია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალმა კანონპროექტებმა, რომლის ინიცირებაც ქართული ოცნების დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, მისმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მოახდინეს, ხმათა საკმარისზე მეტი რაოდენობა დააგროვეს, თუმცა არცერთ მათგანს არ მიუღია 76 ხმა, რაც ორგანული კანონის მიღებისა ან ვეტოს გადალახვისთვის დადგენილი კვორუმია.

ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პაკეტში წარმოდგენილმა ოთხმა კანონპროექტმა ხმათა შემდეგი ოდენობები მიიღო: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები - 75 მომხრე 58 წინააღმდეგი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების – 75 მომხრე 58 წინააღმდეგი; ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები – 75 მომხრე  56 წინააღმდეგი; სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები – 74 მომხრე 57 წინააღმდეგი.

რაც შეეხება რეპუბლიკური პარტიის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მიერ ინიცირებულ პაკეტში შემავალ ორ კანონპროექტს, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებმა 61 ხმა დააგროვა 71-ის წინააღმდეგ; ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებმა 61 ხმა მიიღო 72-ის წინააღმდეგ.

ხმალაძის ინიციატივას უმრავლესობაში შემავალმა რესპუბლიკური ფრაქციის დეპუტატებმა, ასევე ოპოზიციაში გადასულმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და უმცირესობიდან ნაციონალურმა მოძრაობამ დეკლარირებულად დაუჭირეს მხარი. თუმცა კანონპროექტის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

დეპუტატ ხმალაძის მიერ მომზადებული ცვლილებებით, სამართალდამცავ ორგანოებს საკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე მუდმივი მიერთება აღარ ექნებოდათ და ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოსმენების განხორციელებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც ამ არხს მათ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამ საქმიანობისთვის შექმნილი სპეციალური დანაყოფი გაუხსნიდა; ხოლო  ამ პროცესის კანონიერებაზე ზედამხედველობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი განახორციელებდა. ინიციატორის თქმით, ეს მოდელი მაქსიმალურად შეზღუდავდა სამართალდამცავების მხრიდან უკანონო მოსმენების შესაძლებლობას.

თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მსვლელობა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ინიცირებულ იმ მეორე ვარიანტს მისცა, რომლის მიხედვითაც საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომა დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება, რომლის უფლებამოსილებები ცოტა ხნის წინ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაიზარდა. ბესელია და კანონპროექტის სხვა ავტორები აცხადებენ, რომ ამ ინიციატივის იდეა ისაა, რომ სასამართლო ნებართვის მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი წვდომა ექნება საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე, დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მოსმენების დაწყებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე.

თუმცა ოპონენტების თქმით, ის მოდელი, რაზეც პაკეტის წარმდგენები ზეპირ საუბრებში მიუთითებენ, ნათლად არ ჩანს კანონპროექტების ტექსტებში.  კანონპროექტების საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით ხუთშაბათს საღამოს კენჭისყრის შემდეგ გაგრძელდა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დეპუტატმა დავით საგანელიძემ  თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ის ცაიტნოტი რომ არ ყოფილიყო, რომელიც პრეზიდენტის ვეტომ შექმნა და კანონის მიღების ვალდებულების ვადა 1 დეკემბრამდე შემოსაზღვრა, უმრავლესობა ერთიანი პოზიციით გამოვიდოდა, თუმცა ის, რომ უმრავლესობიდან ორი ვარიანტი იყო წარმოდგენილი ესეც მმართველი კოალიციის დემოკრატიულობაზე მიუთითებს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
92