Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნატოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა არსებითი პაკეტი განიხილეს
Civil Georgia, Tbilisi / 5 თებ.'15 / 18:20

ნატოს წევრ 12-ზე მეტ ქვეყანას შეაქვს საკუთარი წვლილი საქართველოსთან თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც სხვა ზომებთან ერთად ასევე ითვალისწინებს საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებას, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 5 თებერვალს.

„რამდენიმე მათგანმა მხარდაჭერა დღევანდელი შეხვედრის დროს აღუთქვა“, – განაცხადა მან ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ისინი ნაწილობრივ შეიტანენ წვლილს პერსონალის უზრუნველყოფით და ნაწილობრივ შეიტანენ წვლილს ფინანსური დახმარებით. ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები მთავარ როლს შეასრულებს საქართველოში ნატოს წვრთნებთან მიმართებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

„ეს საწვრთნელი ცენტრი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ისინი იქ საკუთარი შეიარაღებული ძალების წვრთნას გეგმავენ; ის მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგანაც იქ ჩვენი ძალების მომზადებას ვგეგმავთ; და მნიშვნელოვანია რამდენიმე პარტნიორი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე შეძლებენ საკუთარი შეიარაღებული ძალების გაწვრთნას ახალ საწვრთნელ ცენტრში საქართველოში“, – განაცხადა მან და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის „საწვრთნელი ცენტრი და არა სამხედრო ბაზა“. 

არსებითი პაკეტი, რომელიც ნატოს ლიდერებმა 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე დაამტკიცეს, ასევე ითვალისწინებს ნატოს მრჩეველთა გუნდის მივლენას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ალიანსმა „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში დადებითი ტენდენციები აღნიშნა“. 
  
დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს „განაგრძოს რეფორმების განხორციელება, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სასამართლო რეფორმის განხორციელება და  კანონის უზენაესობის სრული პატივისცემის უზრუნველყოფა“.

განცხადებაში ნატოს თავდაცვის მინისტრები „გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ეწინააღდემეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სეპარატისტულ აფხაზეთთან  რუსეთის ხელშეკრულება „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ და დაგეგმილი ახალი ხელშეკრულება სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან „სამეზობლოში რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედების შემაშფოთებელი ტენდენციის ნაწილია“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34