Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი ლარის გაუფასურების ფონზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვის და ბიუჯეტის ‘რაციონალური ხარჯვის’ გეგმებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 21 თებ.'15 / 14:45

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეროვნულ ბანკთან კოორდინირებით „24 საათის“ განმავლობაში მუშაობს, რათა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული „ნეგატიური“ შედეგები „ძალიან სწრაფად“ გამოსწორდეს.

იმ ზომებს შორის, რომლის გატარებასაც მთავრობა გეგმავს, ღარიბაშვილმა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტში „ადმინისტრაციული ხარჯების“ შესაძლო შემცირება დაასახელა ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით დაგეგმილ სხვა ნაბიჯებთან ერთად, რომელთა შესახებაც, მისი თქმით, უახლოეს ხანებში ეცნობება საზოგადოებას.

პრემიერ-მინისტრმა საგარეო ფაქტორებს, კერძოდ კი რეგიონში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს ეკონომიკა „გამონაკლისი“ და „წამატებული ვერ იქნება“.

„რეგიონში არის ძალიან მძიმე ეკონომიკური ვითარება, არის მძიმე სიტუაცია უკრაინაში, არის პირდაპირი საომარი მოქმედებები, ჩვენ რეგიონში  - რუსეთი იქნება ეს, აზერბაიჯანი თუ სომხეთი - არის კრიზისი. შესაბამისად, საქართველო თავისი პატარა ეკონომიკით არის, რა თქმა უნდა, მიერთებული, დაკავშირებული  ამ გლობალურ ეკონომიკასთან. ეს, ბუნებრივია, ჩვენ ეკონომიკაზე აისახება ნეგატიურად და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი და წარმატებული ასეთ მძიმე ვითარებაში“, - განუცხადა მან 21 თებერვალს ჟურნალისტებს თავის კომენტარში.

„მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები“, - განაგრძო პრემიერმა, „ჩემი დავალებით ეკონომიკური გუნდი მუშაობს აქტიურად, ვმუშაობთ კოორდინირებულად 24 საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკთან ერთად. გვაქვს გაწერილი გეგმები და ყველა ეს კომპონენტი ემსახურება იმას, რომ გამოსწორდეს სიტუაცია ძალიან სწრაფად, ასევე ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით გვაქვს ჩვენ არაერთი საინტერესო მექანიზმი და წინადადება მომზადებული  - ამას ძალიან მალე გავაჟღერებთ“.

მთავრობის მეთაურის ამ განცხადებებს წინ უძღოდა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე ეკონომიკური თემების განსახილველად 20 თებერვლის საღამოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

„ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელებს, ვინაიდან მაგალითებს გეტყვით, რომ აზერბაიჯანმა გამოაცხადა სულ ახლახან, რომ მათი ეკონომიკური ზრდა იქნება 1.5%, სომხეთი 0%, მოლდოვა 0%, ევროპაში 2%-ია მაქსიმუმ ზრდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გამონაკლისი“, - განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს, „ჩვენ გვქონდა დაგეგმილი 5%-იანი ზრდა, მაგრამ ასეთ ვითარებაში, ალბათ მოგვიწევს ამის გადახედვა“.

5%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის ბიუჯეტშია პროგნოზირებული და მის შემცირებას, ისევე როგორც საბიუჯეტო სახსრების დეკლარირებულ „რაციონალურ“ ხარჯვას, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა დასჭირდება. 

პარასკევს ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.1771–მდე დაეცა მას შემდეგ, რაც წინა დღეს 2.1472 იყო. ნოემბრის შემდეგ, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ლარმა თავისი ღირებულების 24.1% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში და 11.9% ევროსთან მიმართებაში.

„ვინაიდან ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, ჩვენი მომხმარებლების, ასევე კომპანიების ფინანსურ შედეგებს ნეგატიურად შეეხო, ჩვენც ვართ მზად... რომ შემოვიჭიროთ ქამრები და მაქსიმალურად ეფექტიანად გავაგრძელოთ მუშაობა“, - განაცხადა მან.

„ჩვენ მოგვიწევს ალბათ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, უნდა გადავხედოთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, მიზანმიმართულად, მიზნობრივად  და რაციონალურად ვხარჯოთ ჩვენი ბიუჯეტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა შაბათს მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობაში ორწლიანი, 15 მლნ ლარის ღირებულების პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობების შექმნაში თანადაფინანსების პრინციპით ფერმერთა სახელმწიფო დახმარებას ისახავს მიზნად.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10