Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ ‘არ აღიარებს მოსკოვი–ცხინვალის’ ე.წ.ხელშეკრულებას’
Civil Georgia, Tbilisi / 18 მარ.'15 / 12:38

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ „ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულების ლეგიტიმურობას“, რომლის ხელმოწერაც 18 მარტს იგეგმება.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ინფორმაციის გამო, რომ ამ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა შეიძლება დაემთხვეს საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჟენევის დისკუსიების მიმდინარე რაუნდს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ 17 მარტს. 

საქართველოს, რუსეთის, აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები 18 მარტს აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის დისკუსიების 31–ე რაუნდზე იკრიბებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დრო, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდს დაემთხვა, არის რუსეთის მცდელობა ძირი გამოუთხაროს მოლაპარაკებების ამ ფორმატს და „თავად ჟენევის მოლაპარაკებების და მათი თანათავმჯდომარეების გამიზნული შეურაცხყოფაა“. საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებისა, ქართული დელეგაცია მზად არის კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებების ამ რაუნდში.

მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები  ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები არიან.

17 მარტს მათ რეგულარული ორმხრივი კონსულტაციები გამართეს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებთან.
 „ამ კონსულტაციებმა აჩვენა განსხვავებული შეხედულებები არსებულ სიტუაციაზე, მათ შორის მოსკოვსა და ცხინვალს შორის შეთანხმების დაგეგმილ ხელმოწერაზე, რომელიც ჟენევის დისკუსიების 31–ე რაუნდს ემთხვევა“, – ნათქვამია თანათავმჯდომარეების მიერ 17 მარტს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

„თანათავმჯდომარეები მიმართავენ ყველა მონაწილეს კონსტრუქციული სულისკვეთებით შეუერთდნენ ხვალინდელ დისკუსიებს“, – განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა, რომლებიც ჩვეულებრივ არ აქვეყნებენ ხოლმე განცხადებებს მოლაპარაკებების წინ.

17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც წარმოადგენს „კონკრეტული პროგრესის მიღწევის საშუალებას უსაფრთხოებისა და იმ ჰუმანიტარულ  საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის“. 

ამავე განცხადების თანახმად, არც მოსკოვის მიერ ცხინვალთან დაგეგმილი ხელშეკრულება და არც მეორე შეთანხმება, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს 2014 წლის ნოემბერში გაფორმდა, „არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო ხელშეკრულებას“.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესახებ კვლავ ნათელია: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და ჩვენ კვლავაც ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

„რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, შეცვალოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27