Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერი ღარიბაშვილი გამორიცხავს ძირეულ ცვლილებებს მთავრობაში
Civil Georgia, Tbilisi / 29 აპრ.'15 / 19:05

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის მთავრობასაც პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს, განაცხადა, რომ მის კაბინეტში სხვა ცვლილებები არ იქნება იმ ორი მინისტრის გარდა, რომლებიც 28 და 29 აპრილს გადადგნენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი 28 აპრილს გადადგა, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ანალოგიური გადაწყვეტილება 29 აპრილს მიიღო. ღარიბაშვილმა მათი შემცვლელები უნდა დაასახელოს. ერთი კვირით ადრე გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მიიღო და მის ადგილზე ნოდარ ჯავახიშვილი დაინიშნა. ბოლო დროინდელმა გადადგომებმა იმ მინისტრების რაოდენობა, რომლებიც 2014 წლის ივლისში მთავრობის მიერ პარლამენტში ნდობის მოპოვების შემდეგ შეიცვალნენ, შვიდამდე გაზარდა, რაც პარლამენტის მიერ მთავრობის ხელახალ დამტკიცებას საჭიროებს.

„სახეზე გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, „ცვლილებები მთავრობაში არის ბუნებრივი, რადგან ასეთ დინამიურ პროცესში მთავრობა მოვლენათა განვითარების ადეკვატური უნდა იყოს. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ერთიანი“.

„ჩვენ გვეყოლება ახალი მინისტრები მხოლოდ იმ უწყებებში, რომელთა ხელმძღვანელებმა დატოვეს თანამდებობები. ეს არის: სპორტის  და ახალგაზრდობის  მინისტრი და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი“, - განაცხადა მან.

მან ხაზი გაუსვა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურების რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საჭიროებას რამდენიმე მოახლოებული მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო, რომელთა შორის მან 21-22 მაისს რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა დაასახელა, რომელსაც თბილისი მაისის შუა რიცხვებში მასპინძლობს.

„მე მინდა მივმართო თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს, რომ ამ სიტუაციების გათვალისწინებით...  მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება და ამ კვირაშივე, თუ ეს შესაძლებელი გახდება, დასრულდეს შესაბამისი პროცედურა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას საქართველოს მთავრობას და პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ჩვეულ ტემპში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა“, -  განაცხადა მან.

„მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ჩვენს მოსახლეობას სიმშვიდისკენ. ეს არის აბსოლუტურად გამჭირვალე, ჯანსაღი პროცესი და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის დეპუტატები მხარს დაუჭერენ ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35