Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებში ცვლილებები დაამტკიცა
Civil Georgia, Tbilisi / 8 მაი.'15 / 15:37

პარლამენტმა 8 მაისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რვა თვის წინ გამკაცრებული სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციების გამარტივებას ისახავს მიზნად.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, სხვა ცვლილებებთან ერთად, შეიცავს დებულებას, რომლითაც შესაძლებელი ხდება ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ დარჩენის ვადის გაზრდა არსებული 90 დღიდან 360 დღემდე.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს, მთავრობამ უნდა მიიღო დადგენილება, რომელშიც ის ქვეყნები იქნება ჩამოთვლილი, რომელთა მოქალაქეებიც საქართველოში 360 დღის განმავლობაში უვიზოდ შეძლებენ დარჩენას.

მთავრობამ ეს სია საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლიდან 30 დღეში უნდა შეადგინოს. სიაში, სავარაუდოდ, შევლენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, აშშ და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობას იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც იმ ქვეყნებში, რომელთა ჩამონათვალსაც მთავრობა განსაზღვრავს, ბინადრობის ნებართვა ან ვიზა გააჩნიათ.

მას შემდეგ, რაც 2014 წლის 1 სექტემბრიდან ახალი სავიზო და საიმიგრაციო წესები ამოქმედდა, საქართველომ 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საერთოდ გააუქმა, ხოლო 104 ქვეყანასთან და ტერიტორიასთან შეინარჩუნა უვიზო რეჟიმი  - ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე დარჩენა მაქსიმუმ 90 დღით შეუძლიათ ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში, ნაცვლად ადრე არსებული 360 დღიანი ვადისა.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს ახალი კატეგორიის ბინადრობის ნებართვის - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვისა და ასევე ვიზის შემოღება, რომელიც საქართველოში უძრავი ქონების ფლობასთან იქნება დაკავშირებული. კერძოდ, თუ უცხოელი საქართველოში ფლობს ან შეიძენს უძრავ ნივთს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გარდა, რომლის ღირებულებაც აღემატება 35 000 აშშ-დოლარს, მასზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ან ვიზა 1 წლის ვადით გაიცემა, მისი შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით. ამ კატეგორიის ბინადრობის მოწმობის მოქმედება მაშინვე შეწყდება, როგორც კი მისი მფლობელი თავის უძრავ ქონებას გაყიდის.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მთელ რიგ სხვა ცვლილებებს, რომლითაც გამარტივდება საქართველოს ვიზების აღება.

მთავრობის  მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, საიმიგრაციო ვიზის მოსაკრებელი 100-ლარიდან 40 ლარამდე მცირდება იმ უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში კანონიერი საფუძვლით იმყოფება და მასზე ვიზას საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს; ასევე, მოქმედი 50 აშშ დოლარიდან 20 აშშ დოლარამდე მცირდება ელექტრონული ვიზის მოსაკრებელი, რომლისთვისაც უცხოელი საგარეო უწყებას უკვე ამოქმედებული პორტალის evisa.gov.ge-ს მეშვეობით მიმართავს.

კანონპროექტი ასევე ადგენს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როცა შესაბამისი ორგანოების მიერ ვიზის გაუცემლობის მიზანშეწონილობის დასაბუთება არ ხდება. ეს შემთხვევებია, როცა უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა; არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც მას საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის დაეკისრა; „თუ საქართველოში უცხოელის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას“ ან „თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია უცხოელის საქართველოში ყოფნა“.

ეს კანონპროექტი სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებში ცვლილებების უკვე მეორე პაკეტია 2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ეს რეგულაციები გამკაცრდა; ცვლილებების პირველი პაკეტი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა ზოგიერთი პროცედურის გამარტივებას, 2014 წლის ნოემბერში იქნა მიღებული.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33