Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო და EBRD-ი ინვესტორთა საბჭოს ქმნიან
Civil Georgia, Tbilisi / 13 მაი.'15 / 13:12

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა ინვესტორთა საბჭოს აყალიბებს ბიზნეს საზოგადოების მონაწილეობით, იმ კონკრეტული დაბრკოლებების გამოვლენისა და მოგვარების მიზნით, რომლის წინაშეც ინვესტორები დგანან.
 
EBRD–ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მაისს თბილისში საბჭოს ჩამოყალიბების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

15–წევრიან ინვესტორთა საბჭოს პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში შევლენ ბიზნეს ომბუდსმენი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ინვესტორები.

„ეს ინვესტორთა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობისთვის, ასევე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების სტიმულირებისთვის იმ კონკრეტული დაბრკოლებების მოგვარების გზით, რომელთა წინაშეც ინვესტორები დგანან“, – განაცხადა EBRD–ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

„ამ ინიციატივით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს კერძო სექტორის განვითარების შემდგომი გაუმჯობესებისკენ“, – დასძინა მან.

EBRD–ი ინვერსტორთა საბჭოს სამდივნოს საქმიანობას აფინანსებს.

„ინვესტორთა საბჭო მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის შექმნის დიალოგის ახალ პლატფორმას და ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.  

„მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მოახდენს იმ კონკრეტული სფეროების იდენტიფიცირებას, რომელშიც საქართველოს მთავრობის მოქმედებები და ბანკის მხარდაჭერა შესაძლებელს გახდის ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით განვიხილავთ და განვახორციელებთ იმ წინადადებებს, რომელსაც ბიზნეს საზოგადოება შემოგვთავაზებს და რა თქმა უნდა, განხილვა მოხდება ინვესტორთა საბჭოს სხდომებზე“, – განაცხადა მან.

EBRD–ის პრეზიდენტის სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტი წინ უსწრებს ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს თბილისში 14–15 მაისს. ამ ღონისძიებისთვის თბილისში, დაახლოებით, 60 ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები ჩამოვლენ.

ასევე 12 მაისს EBRD–ის პრეზიდენტმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 7 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის გამოყოფის თაობაზე ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის განხორციელების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკის შეძენას. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოც (SIDA) აღმოუჩენს  3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის სახით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54