Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო სასამართლო მაჟორიტარული ოლქების გადახედვისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 28 მაი.'15 / 13:54

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მუნიციპალიტეტებზე მიბმით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესი, რადგან ის არღვევს ხმის თანასწორობის პრინციპს და იმგვარი ცვლილებისკენ მოუწოდა, რომელიც ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობას მინიმუმამდე დაიყვანს. 

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილისა და კიდევ ერთი მოსარჩელის სარჩელი, რომელშიც ისინი აცხადებდნენ, რომ მაჟორიტარული ოლქების დაყოფის არსებული წესი დისკრიმინაციული იყო იმ განსხვავების გამო, რომელიც მათ შორის ამომრჩეველთა რაოდენობის კუთხით არსებობს და არღვევს მათი ხმების თანაბრობის პრინციპს.

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

ერთმანდატიანი ოლქები ერთმანეთისგან ამომრჩეველთა რაოდენობით განსხვავდებიან; ყველაზე დიდ ოლქში 150 000 ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ოლქში 6 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული, თუმცა ორივე ერთ მაჟორიტარს ირჩევს პარლამენტში. 

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები უკვე წლებია აღნიშნავენ ამ საკითხს თავიანთ ანგარიშებში და აცხადებენ, რომ ოლქებს შორის ეს შეუსაბამობა  ხმის მიცემის თანასწორობის პრინციპს არღვევს. ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ სხვაობა საარჩევნო ოლქების ზომებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10%–ს და „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ 15%–ს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების აუცილებლობას  - ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა და ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილი მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებისკენ მოუწოდებენ; მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მას სულ ცოტა 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. 

საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება უპირატესობას არ ანიჭებს ერთ რომელიმე სისტემას და მხოლოდ იმას ეხება, რომ ხმის თანაბრობის პრინციპი იყოს დაცული. 

„საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს როგორც პროპორციული, ისე  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მოდელები და თავისებურებები იმ პირობით, რომ ამ პროცესში დაცული იქნება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები“, - განაცხადა სასამართლომ.

სასამართლომ ასევე იმაზეც მიანიშნა, რომ პროცესის ადმინისტრირებისას წარმოქმნილი ფაქტობრივი სირთულეების გამო „შესაძლოა, შეუძლებელი აღმოჩნდეს საარჩევნო ოლქების იმგვარი გადანაწილება, რომ ამომრჩევლების ხმებს აბსოლუტურად იდენტური „წონა“ ჰქონდეს“.

„თუმცა, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ასეთი უთანასწორობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი. ამასთანავე, სასამართლომ არ გამორიცხა, რომ გარკვეული რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებელმა შემოიტანოს ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტები, ასევე, საარჩევნო ოლქების მუნიციპალურ ერთეულებზე მიბმა, შესაძლოა საარჩევნო ოლქების საზღვრებით მანიპულირების საფრთხის პრევენციასაც ისახავდეს მიზნად, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს იმგვარი უთანასწორობა, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა ზომაზე მეტად შემცირდეს“, - განაცხადა სასამართლომ.

ამჟამად კანონში გაწერილია წესი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციით განსაზღვრული 73 მაჟორიტარის ასარჩევად ამავე რაოდენობით ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი იქმნება, საიდანაც 10 თბილისზე მოდის. ოლქების ფორმირება და საზღვრების დადგენა კი, არსებული საარჩევნო კოდექსით, ცესკოს პრეროგატივაა. წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, მაჟორიტარული ოლქები  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში იქმნება.

სწორედ ეს წესი ცნო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და პარლამენტს შესაბამისი ცვლილებებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტს ამ საკითხზე ექნება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი  „ადეკვატური გადაწყვეტილებები“.

„ეს ხარვეზი არის გასასწორებელი, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს ხანებში შევთავაზებთ საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს“, - განაცხადა უსუფაშვილმა 28 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა მან ამ ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „ემთხვევა იმ მიმართულებას“, რასაც მმართველი კოალიცია ქართული ოცნება ამზადებს.

უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს „გადაწყვეტილებით გაუქმდა ოლქების დადგენის წესი და არა მაჟორიტარული არჩევნები საქართველოში“, რაც კონსტიტუციით დადგენილი ნორმაა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16