Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სპეციალური კომისია ვერეს ხეობის ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების დაგეგმარებაზე იმუშავებს
Civil Georgia, Tbilisi / 19 ივნ.'15 / 18:53

სპეციალური კომისია, რომელშიც სამთავრობო უწყებების წამომადგენლებთან ერთად ასევე შევლენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ვერეს ხეობის საგზაო და სხვა მიმდებარე საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობას შეისწავლის, აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვასა და მის შემდგომ ორგანიზებაზე იმუშავებს.

კომისია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 19 ივნისს პირველად შეიკრიბა; მის მუშაობაში ჩაერთვნენ ქართველი მშენებლები და არქიტექტორები, ასევე გეოლოგები, ჰიდროლოგები, ნაპირდაცვითი სპეციალისტები და სამხარაულის ბიუროს ექსპერტები.

ღარიბაშვილის განცხადებით, აღდგენით სამუშაოებზე საჯარო დისკუსიის ფარგლებში კარი ღიაა ყველა დაინტერესებული სპეციალისტისთვის, ისევე როგორც უცხოელი ექსპერტებისთვის, რომელთა პროცესში ჩართვაც ნებისმიერ „სუბიექტივიზმს“ მინიმუმამდე დაიყვანს.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომელთაც საექსპერტო დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს, მთავრობის ინფორმაციით, არიან მსოფლიო ბანკი, წითელი ჯვარი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ასევე შვედეთისა და გერმანიის მთავრობები.

„ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, უნდა გვქონდეს საშუალება, რომ ყველა ალტერნატიულ აზრს მოვუსმინოთ და შემდეგ მივიღოთ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თავის შესავალ სიტყვაში კომისიის სხდომაზე, რომლის ძირითადი ნაწილიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

13-14 ივნისის ღამეს მომხდარმა წყალდიდობამ ვერეს ხეობაში გამავალი ახალი გზა - ამირეჯიბის გზატკეცილი, რომელიც გმირთა მოედანს თამარაშვილის ქუჩას აკავშირებს, ცალკეულ მონაკვეთებში საერთოდ დაანგრია ან ძირი გამოუთხარა და ასევე დააზიანა ხეობის მიმდებარე შენობა-ნაგებობები.

ამჟამად ამირეჯიბის გზატკეცილი დაკეტილია და მის გასწვრივ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ გზაზე საავტომობილო მოძრაობის შეწყვეტამ დედაქალაქის ცენტრში მოძრაობას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული კომენტარების მიხედვით, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებმა თავიანთი რეკომენდაციები შესთავაზეს მთავრობას მათ შორის იმის თაობაზე, რომ დროებით აღდგეს ამირეჯიბის გზატკეცილი, თუმცა ასევე დაიწყოს მუშაობა ამ გზის საინჟინრო რეკონსტრუქციის მიზნით. სპეციალისტების რეკომენდაციაა ასევე დაინერგოს წინასწარი შეტყობინებების მეტეოროლოგიური სისტემები.
 
კრიტიკოსების განცხადებით, მთავრობამ დააგვიანა სტიქიაზე რეაგირება. ოპონენტების თქმით, ხელისუფლებას ის მაინც უნდა მოეხერხებინა, რომ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ  საავტომობილო მოძრაობა დაეკეტა ვერეს ხეობაში გამავალ ახალ გზატკეცილზე. ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, ისევე როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობენ, რომ წყალდიდობა იმ მასშტაბის დატბორვას არ გამოიწვევდა, რომ მდინარე ვერეს კალაპოტი წინა ხელისუფლების დროს აშენებული გზის გამო არ შევიწროვებულიყო, მათ შორის მისი დამატებით გვირაბებში გატარების ფორმით. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამირეჯიბის გზატკეცილის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. 

მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიმართულებებზე, სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღებს, რაც კომისიის დარგობრივი სპეციალისტები თავიანთ მოსაზრებებს შეაჯერებენ დასკვნით დოკუმენტში.

ამ კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უნდა განახორციელოს სტიქიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში იმპლემენტაციის კოორდინაცია და  უზრუნველყოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29