Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირის შეწყალების გამო აკრიტიკებს
Civil Georgia, Tbilisi / 24 ივლ.'15 / 16:44

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ჭეშმარიტად ნაციონალური" პრეზიდენტი უწოდა და გააკრიტიკა გიორგი მარგველაშვილი იმის გამო, რომ მან ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირები შეიწყალა.

98 მსჯავრდებულს შორის, რომელთა შეწყალების შესახებ ინფორმაცია 23 ივლისს გავრცელდა, პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე, ასევე ხონის რაიონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მასთან ერთად 2014 წლის დასაწყისში დაკავებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა. სამივე მათგანი გაფლანგვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს ერთ საქმეზე, რომელიც 2010 წელს ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაცვლად, ხის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის გადაცემას უკავშირდებოდა. 

„ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი“, - განუცხადა ღარიბაშვილმა 24 ივლისს ჟურნალისტებს, „გუშინ შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა, მას მიესაჯა და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა“.

„ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილური პრეზიდენტი გვყავს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებსაც, ‘კეთილ ადამიანებს’ შეიწყალებს ძალიან მალე“, - აღნიშნა მან თავის კომენტარში.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12