Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში წინასწარი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებული საქმე მოიგო
Civil Georgia, Tbilisi / 17 სექ.'15 / 01:44

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელიც წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტია იმყოფება, მოიგო საქმე საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელმაც 16 სექტემბერს განაცხადა, რომ ბრალდებული პირის წინასწარ პატიმრობაში 9-თვიან ზღვრულ ვადაზე მეტი ხნით ყოფნა არაკონსტიტუციურია.

კონსტიტუციის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს, უშვებს 9–თვიანი წინასწარი პატიმრობის გაგრძელებას, თუ იმავე პირს ახალ ბრალდებებს წაუყენებენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ეს ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ოთხშაბათს საღამოს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მანამდე გადაწყვეტილების გამოქვეყნება შეფერხებული იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან მხოლოდ რვა ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას; მოსამართლე მერაბ ტურავა მათთან ერთად არ იმყოფებოდა. გადაწყვეტილებაზე არც მისი ხელმოწერა არ იყო დატანილი. სწორედ მისმა უარმა ხელი მოეწერა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე, განაპირობა ვერდიქტის გამოცხადების გადადება, რაც თავდაპირველად 15 სექტემბრისთვის დაანონსდა.

მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ თავიდან განაცხადა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი გამოეცხადებინა გადაწყვეტილება ყველა მოსამართლე წევრის ხელმოწერის გარეშე, მაგრამ მან ვერდიქტი მაინც გამოაქვეყნა 16 სექტემბერს დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის.

უგულავას, რომელიც ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია, რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული სხვადასხვა ბრალდებები, რომელთაც ის უარყოფს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს. სასამართლო პროცესები ამ საქმეებზე კვლავ გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა 2014 წლის ივლისის დასაწყისში შეუფარდა.

როდესაც უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი მაქსიმალური ვადა იწურებოდა, პროკურატურამ მას 2015 წლის მარტში ბრალი დაუმძიმა, რათა ის პატიმრობაში დაეტოვებინა.

ანალოგიური ტაქტიკა გამოიყენა პროკურატურამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და რომლის წინასწარი პატიმრობაც რამდენჯერმე გახანგრძლივდა მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების წაყენების გზით, სანამ 2014 წლის ოქტომბერში მას განაჩენს გამოუტანდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში, რომელიც გასული წლის მოვლენებს მიმოიხილავს, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების წუხილებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პროკურატურა „საკანონმდებლო ხვრელებს“ იყენებს წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასაგრძელებლად. 

„ბრალდებების ახალი წყების წაყენებასთან ერთად ცხრათვიანი საათის ათვლა ახლიდან იწყება და პროკურატურა ხშირად სწორედ თავდაპირველ ბრალდებებთან დაკავშირებული ვადის გასვლას ელოდა, რომ ახალი ბრალდებები წაეყენებინა“, – ნათქვამია ანგარიშში.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ თბილისის ყოფილი მერი ამ მომენტიდან უკვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მისი კლიენტი წინასწარი პატიმრობიდან.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები ე.წ. მატროსოვის ციხის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც უგულავას დაუყოვნებრივ გამოშვებას ითხოვენ.

ამავე საკონსტიტუციო სარჩელში უგულავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა დებულებებსაც აპროტესტებდა, რომლებიც მისი აზრით, ასევე არაკონსტიტუციური იყო, თუმცა სასამართლომ სარჩელის ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეს იგებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის მაისში გამოტანილი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა შინაარსი, რომელთა საფუძველზეც თბილისის პირდაპირი წესით არჩეულ მერს გიგი უგულავას სასამართლომ თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57