Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივი პროცედურები დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 18 სექ.'15 / 13:14

პარლამენტმა 18 სექტემბერს მხარი დაუჭირა სპეციალური კომისიის შექმნას, რომელიც ერთი თვის განმავლობაში განიხილავს ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პარლამენტის არჩევის ახალ წესს ითვალისწინებს.

საერთო-სახალხო განხილვა ფორმალური პროცედურაა, რის შემდეგაც ინიციატივის განხილვისა და მიღების ეტაპები იწყება საკანონმდებლო ორგანოში.

10 წევრიან კომისიაში, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქართული ოცნებიდან ზვიად ძიძიგური უხელმძღვანელებს, ასევე შედიან ქართული ოცნების დეპუტატები: ვახტანგ ხმალაძე, გიორგი კახიანი, გია ჟორჟოლიანი, კახა ოქრიაშვილი; დამოუკიდებელი დეპუტატები: გიორგი გაჩეჩილაძე და პავლე კუბლაშვილი; ასევე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა და პროფესორი ვასილ გონაშვილი.

ამ კომისიას ბოიკოტს უცხადებენ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქციებისა და ასევე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატები.

მათ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ჯგუფთან ერთად 200 ათასი ხელმოწერის შეგროვების გზით სურთ ალტერნატიული საკონსტიტუციო ცვლილებების შეთავაზება, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მაჟორიტარული სისტემის გარეშე უზრუნველყოფს.

ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედით კი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 150-წევრიანი საკანონმდებლო ორგანო კვლავ ამჟამად მოქმედი შერეული სისტემით უნდა აირჩეს  - 77 ადგილი პროპორციული წესით უნდა გადანაწილდეს იმ პარტიებს შორის, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო დანარჩენი 73 ადგილი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში არჩეულმა დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.

ეს წესი, ამ შემოთავაზების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა შეიცვალოს და არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით უნდა ჩატარდეს. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 5%-დან 4%-მდე შემცირებას. 

ქართული ოცნების დეპუტატებმა კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გვერდის ავლით მოახდინეს, რაც ასევე გახდა ოპოზიციის კრიტიკის საგანი.

საერთო-სახალხო განხილვის შემდგომი ეტაპები მოიცავს ცვლილებების სამი მოსმენით განხილვას და სულ ცოტა 113 ხმით მიღებას. კონსტიტუციური კანონპროექტი მიღებულად  მას შემდეგ ითვლება, რაც პარლამენტი მას ორი მოსმენით კენჭს უყრის ერთი სესიის ფარგლებში, ხოლო მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცებს მომდევნო სესიაზე, მისი მეორე მოსმენით მიღებიდან სამი თვის თავზე.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს არ დაუჭერენ როგორ უმრავლესობის, ისე უმცირესობის დეპუტატები. ქართული ოცნება 150-წევრიან პარლამენტში 86-წევრიანი უმრავლესობით არის წარმოდგენილი და მას დამატებით 27 დეპუტატის მიმხრობა სჭირდება თავისი ინიციატივის გასატანად. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18