Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფინანსთა სამინისტროს რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმების საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს
Civil Georgia, Tbilisi / 5 ოქტ.'15 / 18:33

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განუცხადა დეპუტატებს ორშაბათს, რომ მთავრობა არ ჩქარობს რეინვესტირებულ მოგებაზე საგადასახადო რეფორმის განხორციელებას.

მან ვერ დააკონკრეტა, როდის ან საერთოდ განხორციელდება თუ არა მანამდე გახმოვანებული განზრახვა რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმების თაობაზე.

ინიციატივა პირველად 2015 წლის მარტში მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაახმოვანა, რომელიც ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრია. მაშინ მან განაცხადა, რომ მართალია მოკლევადიან პერიოდში რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს სახელმწიფო ხაზინაზე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისის სახით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

5 ოქტომბერს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვაზე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა, დავით ონოფრიშვილმა ჰკითხა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, იდგა თუ არა კვლავ ეს ინიციატივა დღის წესრიგში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა: „როდესაც დეტალურად განვიხილეთ, არ არის ეს ის მოდელი, რომელიც შეგვიძლია ავტომატურ რეჟიმში გადმოვიღოთ და საქართველოსთვის ეს იქნება კარგი. ჩვენ შევხვდით ესტონელ ექსპერტებს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ამ რეფორმის [ესტონეთში] განხორციელებაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ. თუმცა, ეს მოდელი გარკვეულ კითხვებს და რისკებს აჩენს“.

ესტონეთს 2000 წლიდან რეინვესტირებულ მოგებაზე ნულოვანი გადასახადი აქვს.

„ზოგადად, მომავალში დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ გადასახადის კუთხით გარკვეულ რეფორმას განვახორციელებთ, თუმცა მე ზუსტად თარიღს ვერ გეტყვით. ეს დიდი ალბათობით 2016 წელს ვერ მოხდება“, – განაცხადა კაკაურიძემ, „2016 წლის განმავლობაში ბევრი გვექნება სამუშაო, რათა 2017 წლიდან სრულად ამოქმედდეს, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.

„საკმაოდ რთული პროცესია და ბევრი რისკის შემცველი პროცესია... აქვს, რა თქმა უნდა, გარკვეული დადებითი ელემენტები, თუმცა უარყოფითი ფაქტორებიც საკმაოდ ბევრი აქვს. ამიტომ სამსჯელოა და გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, რა გზით წავა ეს რეფორმა“, – დასძინა მან.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების სახით 7.78 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, საიდანაც 955 მლნ ლარი საწარმოებიდან მოგების გადასახადზე მოდის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34