Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი 2“-ის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 23 ოქტ.'15 / 13:45

აშშ-ს „აშფოთებს ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „დახურვა“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა და ასევე აღნიშნა, რომ, ზოგადად, აშშ-თვის „იმედისმომცემია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის საქართველოში არსებული ღია გარემო“.

22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მხრიდან „რუსთავი 2“-ზე განხორციელებული „ზეწოლის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ტონერმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ჩვენ კომენტარს ვერ გავაკეთებთ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმის არსებით მხარეზე. სასამართლო პროცესი ჯერ ბოლომდე უნდა დასრულდეს“.

„თუმცა, ვიტყვი, რომ მთავარი სატელევიზიო არხის დახურვა ან პოტენციური დახურვა მნიშვნელოვნად შეავიწროებს მედია სივრცეს საქართველოში და სწორედ ეს არის შეშფოთების მიზეზი. ჩვენ სერიოზულად აღვიქვამთ ნებისმიერ იმ ქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმის შემცირების შთაბეჭდილებას დატოვებს", - განაცხადა ტონერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ეს საკითხები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განიხილა.

„ჩვენ ნამდვილად ვიწონებთ... მარგველაშვილის მოწოდებას ამ საკითხის მშვიდი განხილვის თაობაზე“, - განაცხადა ტონერმა, რომელსაც სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტის მიერ 22 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობის შეტანის გამო.

„ჩვენ, აშშ-ის მთავრობას, ხშირად შეგვიქია საქართველოს ღია მედია გარემო. საერთაშორისო დონეზე ეს აღიარებული ყოფილა, როგორც მოდელი რეგიონისთვის და გვჯერა, რომ დემოკრატიული მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეთა თავისუფლების დაცვა, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია თავისუფალი და შეუზღუდავი მედიისადმი წვდომაზე “, - განაცხადა მან.

„ასე რომ, ზოგადად, ჩვენთვის იმედისმომცემია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის საქართველოში არსებული ღია გარემო. მთავრობამ ასევე ბევრი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ის, რაც ზრდის [ხელისუფლების შტოებს შორის] კონტროლსა და ბალანსს. ჩვენთვის ასევე იმედისმომცემია უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხება დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული პროკურატურის შექმნას. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, გვაშფოთებს ნებისმიერი ის ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი მთავარი მედია მაუწყებლის დახურვა საქართველოში“,  - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ასევე დაადასტურა 22 ოქტომბერს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში მედია პლურალიზმისადმი და განაცხადა: „ჩვენი დიდი წუხილია: არ გვსურს ვიხილოთ მედია სივრცის რაიმე სახის შეზღუდვა“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა: „დღეს ასევე რამდენიმე კარგი კომენტარი ვნახე,  რომლების მოუწოდებდა დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ. ეს ვნახეთ პრეზიდენტ მარგველაშვილისგან, ასევე სხვა ქართველი ოფიციალური პირებისგან, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარისგან - ვფიქრობ ძალიან კარგი მოწოდებაა დიალოგისკენ“.

„ზოგადად ვფიქრობ, რომ რაც ჩვენ მეგობრებს საქართველოში ჭირდება, ეს არის დიალოგი“, - განაცხადა იან კელიმ ბათუმში, სადაც ის  ოფიციალურ მიღებას  დაესწრო აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსან ხომალდზე „პორტერი“, რომელიც 20-23 ოქტომბერს ბათუმის პორტს ესტუმრა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38