Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი გაზმომარაგების ‘დივერსიფიკაციის’ საჭიროებაზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 28 ოქტ.'15 / 12:47

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ გაზმომარაგების დივერსიფიკაცია უნდა განახორციელოს, მათ შორის „გაზპრომისგან“ დამატებითი გაზის შესყიდვის და ასევე ირანული გაზის იმპორტისა და ტრანზიტის გზით.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბოლო ერთი თვის მანძილზე ორჯერ შეხვდა „გაზპრომის“ აღმსარულებელ დირექტორს ალექსეი მილერს  – 25 სექტემბერს ბრიუსელში და 26 ოქტომბერს კი მილანში, რათა საქართველოს გავლით რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულების გაფართოების და საქართველოში დამატებითი გაზის შესაძლო მოწოდების საკითხები განეხილა. საქართველო რუსეთიდან უკვე იღებს გაზს ტრანზიტის საფასურად.

„ის, რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმის, რომ გაზი იყიდონ, სადაც მოესურვებათ, რომ ბაზარი იყოს თავისუფალი, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც  სტუდენტებისთვის თვითმმართველობის საკითხებზე მის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

„რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ რუსული გაზი იყიდოს, ამაში არაფერი კრიმინალი არ არის“, – დასძინა მან.

როდესაც მას ენერგოუსაფრთხოების და რუსული გაზის სანდოობაზე ჰკითხეს იმ უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ათი წლის წინ ჰქონდა, ივანიშვილმა უპასუხა: „ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ და მე აქტიური ვარ ამაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, გავლითაც და მოხმარებაც გვქონდეს“.   

მისი თქმით, საქართველო აზერბაიჯანის და SOCAR–ის მადლიერია, რომელიც გაზის უმსხვილესი მომწოდებელია საქართველოსთვის, თუმცა კარგის მეტი არაფერი იქნება, თუ ბაზარზე ერთზე მეტი კომპანია იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ ბიზნესს მრავალი წყაროდან უნდა შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. 

20 ოქტომბერს ენერგეტიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანას მოუწევს დამატებითი გაზის შეძენა „გაზპრომისგან“ იმ რაოდენობის გარდა, რასაც ქვეყანა უკვე იღებს რუსეთიდან სატრანზიტო საფასურის სახით, ვინაიდან აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის იმპორტის „შესაძლებლობა არ არის“.  აზერბაიჯანი  საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელია.

მისი თქმით, დამატებითი ბუნებრივი აირი საქართველოში გაზის მოხმარების ზრდით გამოწვეული იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება საჭირო, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ 2.5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს 2015 წელს, რაც 2012 წლის შემდეგ 27%–იანი ზრდა იქნება.   

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო წინა წლებშიც ყიდულობდა რუსული გაზის დამატებით მოცულობას გარდა იმ გაზისა, რასაც ტრანზიტის საფასურად იღებდა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, აზერბაიჯანიდან ქვეყანამ 2014 წელს მთლიანი მოხმარების ანუ 2.17 მილიარდი კუბური მეტრის 87.1% მიიღო.

აზერბაიჯანული გაზის დაახლოებით 686 მილიონი კუბური მეტრი სამხრეთ კავკასიური მილსადენის შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში შემოვიდა, რომლის საშუალებითაც შაჰ–დენიზის საბადოდან გაზის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით თურქეთში ხდება. 1.21 მილიარდი კუბური მეტრი გაზი კი აზერბაიჯანთან ცალკე ხელშეკრულების ფარგლებში იყო იმპორტირებული.

საქართველომ 267.7 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო რუსეთიდან 2014 წელს, საიდანაც 206.1 მილიონი ტრანზიტის საფასური იყო. ეს იმ მოცულობის 10%-ია, რომელსაც საქართველო ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენით რუსულ გაზს სომხეთში ატარებს. ამას გარდა, საქართველომ 2014 წელს 61.6 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის იმპორტი განახორციელა.

როდესაც აშშ–ის ელჩს თბილისში იან კელის „გაზპრომთან“ საქართველოს მოლაპარაკებების და იმის შესახებ ჰკითხეს, თუ რამდენად შეუქმნის საფრთხეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას დამატებითი რუსული გაზის მიღება, მან უთხრა ჟურნალისტებს 22 ოქტომბერს: „ენერგომომარაგების შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა“.

„ვფიქრობ, როგორც ზოგადი პრინციპი, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, რომ არ ქონდეს მხოლოდ ერთი ან თუნდაც რამდენიმე მომწოდებლის იმედი. მნიშვნელოვანია მომწოდებლების დივერსიფიკაცია. მხოლოდ ეს იქნება ჩემი კომენტარი“, – განაცხადა ელჩმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20