Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დავით ბაქრაძე: ‘ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მედიის თავისუფლებისთვის, რუსთავი 2–ისთვის’
Civil Georgia, Tbilisi / 30 ოქტ.'15 / 17:35

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირეობის ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია განაგრძობს ბრძოლას საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის, რასაც, მისი თქმით, საფრთხე ემუქრება, რადგანაც მთავრობას „რუსთავი 2“–ის ხელში ჩაგდება სურს.

მან ეს განცხადება 30 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის სახელით გააკეთა მას შემდეგ, რაც 29 ოქტომბერს გავრცელდა სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილების დადგომის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება“.

სააკაშვილი ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რჩება.

„პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება, რატომ ვიმყოფებით იმ კრიზისში, რომელშიც დღეს ვართ? პასუხი არის ერთადერთი და მარტივი: ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს ჩვენ თვალწინ, ამ დღეებში მთავრობა ცდილობს  ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“, ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ სრულიად ნათელია, მთავრობა ქიბარ ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ებრძვის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, ებრძვის ქვეყანაში დემოკრატიის და თავისუფლების ფუნდამენტს და ამ ყველაფერმა ქვეყანა და საზოგადოება მიიყვანა დაპირისპირების ძალიან სერიოზული საფრთხის და რისკის წინაშე“, – განაცხადა მან.

„ამიტომ პირველი და მთავარი კითხვა, რატომ არის ქვეყანაში კრიზისი და დაძაბულობა, საჭიროებს  მხოლოდ ერთ და მარტივ პასუხს -  მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობამ დაიწყო შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად და შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვა დამოკიდებულია ამ პროცესის შეჩერებაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ. 

„რაც შეეხება ძალადობას, მე მინდა კატეგორიულად განვაცხადო არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას“, – განაცხადა ბაქრაძემ. 

„ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ და მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რაიონებში, არცერთ ჩვენ აქტივისტს არ გადაუდგამთ საპასუხო ნაბიჯი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ჩვენი ამოცანა არის ეს ხელისუფლება კანონიერად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებებზე, არამედ საუბარი იყოს გაჩერებულ პენსიებზე, დამდგარ ეკონომიკაზე, მომატებულ სიღარიბეზე“, – განაცხადა მან.  

„ჩვენ ვიბრძოლებთ კონსტიტუციურად, მაგრამ ხაზგასმით და კატეგორიულად ვამბობ, ვიბრძოლებ ბოლომდე სიტყვით თავისუფლებისთვის, ვიბრძოლებთ ბოლომდე „რუსთავი 2“-ის თავისუფალი ეთერის დაცვისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებიც შეაქო „პროფესიონალიზმის და მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვის“ გამო და მიმართა: „ჩვენი ერთობლივი ბრძოლა დგას არა იმაზე, რომ ვინმე ვინმეს განიხილავს იდეურ ან პოლიტიკურ თანამებრძოლად, არა. მე მოვდივარ და მოვალ „რუსთავი 2“-ის ეზოსთან არა იმიტომ, რომ მე ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, იმიტომ რომ მე ვარ ამ საზოგადოების ნაწილი, იმიტომ რომ ბრძოლა, რომელსაც დღეს ჩვენ ერთად ვაწარმოებთ არის ბრძოლა ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ. 

მანამდე პარასკევს „რუსთავი 2“–ის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ აღარ მოუწოდებს მაყურებლებს ტელეკომპანიის დასაცავად აქციების მოწყობისკენ.

„ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა“, – მიმართა ბაქრაძემ „რუსთავი 2“–ის ჟურნალისტებს. „ამ ბრძოლაში თქვენ ასრულებთ ძალიან ღირსეულ და მნიშვნელოვან როლს. მე უღრმეს პატივს ვცემ და ქედს ვიხრი თითოეული იმ ჟურნალისტის წინაშე, რომელიც ამ შანტაჟის, ზეწოლის, ძალადობის ფონზე პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას“.

„კონსტიტუციური და მშვიდობიანი მეთოდებით, ყოველგვარი ძალადობისგან გამიჯვნით ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის და დღეს სიტყვის თავისუფლების დაცვის ხაზი გადის „რუსთავი 2“-ის დაცვაზე. ამიტომ ამ ბრძოლაში ჩვენ ვიდგებით ბოლომდე და ქართულ საზოგადოებასთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25