Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პაატა ბურჭულაძემ საქართველოს განვითარების ფონდი დააფუძნა
Civil Georgia, Tbilisi / 20 ნოე.'15 / 18:48


პაატა ბურჭულაძე (მარჯვნივ) და ვანო მაჭავარიანი (მარცხნივ), საქართველოს განვითარების ახლადდაფუძნებული ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თბილისში 20 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე.

ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, რომლის საოპერო კარიერაც 35 წელზე მეტს ითვლის, ახალი ორგანიზაცია – საქართველოს განვითარების ფონდი დააფუძნა, რამაც მისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ სპეკულაციები წარმოშვა, რამდენადაც ორგანიზაცია შესაძლოა მისი პოლიტიკური საქმიანობის პლატფორმა იყოს.

მართალია თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავი შეიკავა, მაგრამ ბურჭულაძემ, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია თავისი ფონდის „იავნანას“ მეშვეობით საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული, პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა.

მან დაადასტურა, რომ მომავალ წელს, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება, საოპერო წარმოდგენებთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტი გააუქმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა მომავალი წლის კონტრაქტების გაუქმება იმას, რომ ის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ბურჭულაძემ უპასუხა ჟურნალისტებს 20 ნოემბერს, რომ ახალი ფონდი უნდა გაძლიერდეს და ის თბილისში სწორედ ამ ფონდის მიზნებისთვის იმყოფება.

„არასდროს არ მიფიქრია, ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ მომცა ამის შანსი და მე გამოვიყენე; არასდროს არ მინდოდა, ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები, რომ უნდა გავმხდარიყავი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, მე არ უარვყოფ - არც კის გეუბნებით, არც არას; თუ ცხოვრება მანახვებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე აუცილებლად გავაკეთებ ამას“, – განაცხადა ბურჭულაძემ და როდესაც მას ისევ ჰკითხეს შესაძლო პოლიტიკური კარიერის შესახებ, დასძინა: „მე გამოვრიცხავ დღეს ამაზე საუბარს“. 

სპეკულაციებს ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერის შესახებ წარსულში სულ ცოტა ორჯერ ჰქონდა ადგილი – 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ასევე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუმცა მისი ახალი ფონდის დაფუძნება და 20 ნოემბრის განცხადება ყველაზე აშკარა მინიშნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა პოლიტიკაში მართლაც წავიდეს.

ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ის მთელი რიგი შეხვედრების გამართვას გეგმავს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ადამიანებთან, რომელთაც ფონდის გეგმებს გააცნობს. 

მან ასევე განაცხადა, რომ ფონდის „ოფიციალური პრეზენტაცია“ დეკემბერში გაიმართება, სადაც ფონდის მიზნების და გეგმების დეტალები გახდება ცნობილი.

20 ნოემბერს ბურჭულაძემ თავისი ახალი ფონდის რამდენიმე წევრთან გამართა შეხვედრა.

საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არის ვანო მაჭავარიანი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, სანამ 2014 წლის ივნისში თანამდებობას დატოვებდა.

ასევე ფონდის წევრები არიან: დავით ჯანდიერი, რომელიც 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო; ხათუნა ლაგაზიძე,  საგარეო და საშინაო პოლიტიკურ საკითხებში ანალიტიკოსი და გიორგი რუხაძე, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი წევრი.

გიორგი რუხაძემ, რომელიც საქართველოს განვითარების ფონდში საგარეო საქმეებს წარუძღვება, განაცხადა, რომ ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს ეფუძნება.

ბურჭულაძესა და მაჭავარიანთან ერთად, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან ბიზნესმენები მერაბ ტყეშელაშვილი, რომელიც  2005 წლის შუა პერიოდამდე რუსთავის მერი იყო და ირაკლი გურჩიანი, ტოიოტა ცენტრის თანამფლობელი საქართველოში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25