Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
Civil Georgia, Tbilisi / 4 დეკ.'15 / 15:36

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 4 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც მის წინამორბედს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სააკაშვილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეობა 4 დეკემბრის ბრძანებულებით იმ მიზეზით შეუწყდათ, რომ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს. 

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე კარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემდეგ.

სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მაისის ბოლოს მიიღო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  განაცხადა ოქტომბრის ბოლოს, რომ მან ყოფილი პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოება დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მიიღო ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, რომ  სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 3 დეკემბერს, რომ როგორც ამას სტანდარტული პროცედურა ითვალისწინებს, სამინისტრომ აცნობა წერილობითი ფორმით სააკაშვილს 3 ნოემბერს საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო დაკარგვის თაობაზე, თუმცა, მან არ უპასუხა.

წულუკიანმა განაცხადა, რომ ერთთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ 3 დეკემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს დასკვნა გაუგზავნა, რომელშიც სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან ერთად ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რჩება. პარტიების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარტიის  საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს აქვს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15