Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მაჟორიტარული ოლქების შეცვლაზე კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა
Civil Georgia, Tbilisi / 8 იან.'16 / 15:14

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნების მიერ 23 დეკემბერს მიღებულ, როგორც მან დაახასიათა „ტექნიკურ“ ცვლილებებს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების ახლებურად ფორმირებას განსაზღვრავს.

თუმცა, იმავდროულად, მან 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ცვლილებები „არანაირად არ არის საარჩევნო რეფორმა“ და პოლიტიკურ სპექტრს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად აქტიური კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.

ოპოზიციური პარტიები და ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას 200 ათას ამომრჩეველზე მეტის ხელმოწერილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეშვეობით 2016 წლის არჩევნებისთვის ითხოვენ, თუმცა ქართული ოცნების მმართველი კოალიცია ამ წინადადების გაზიარებას მხოლოდ პოსტ-საარჩევნოდ, 2020 წლის არჩევნებისთვის თანხმდება კონსტიტუციაში იმ ცვლილების პროექტით, რომელიც ასევე ინიცირებულია.

„რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

„ფაქტიურად მთელი პოლიტიკური სპექტრი - როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია  - ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად და პასუხი ამ თვალსაზრისით არის ნათელი, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რა ვადები არის ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ვადებზე ყველა დანარჩენი აქტორებისგან „განსხვავებული პოზიცია“ აქვს მხოლოდ მმართველ კოალიციას, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს.

მისი თქმით, „მთლად არგუმენტირებული“ არ არის და მისთვის „გაუგებარია“, თუ „რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა რომ კარგია და მისაღებია, კიდევ ოთხი წლით“. 

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

საარჩევნო სისტემის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილებები ესაჭიროება, რასაც სულ ცოტა 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი სამი მოსმენით, ორ თანმიმდევრულ სესიაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს არ დაუჭერენ როგორ უმრავლესობის, ისე უმცირესობის დეპუტატები.

კითხვაზე, თუკი საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ასეთი პოზიცია აქვს, რატომ არ გამოიყენა მან ვეტოს უფლება საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე, პრეზიდენტმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ეს კანონი ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი... ეს არის სწორად დაწერილი კანონი იმ მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ; ეს არ არის საარჩევნო რეფორმა, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ცვლილებები იქნა წარმოდგენილი,  ეს არის ადეკვატური კანონი“.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ეს კანონი, რომელიც ძალაში საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნების შემდეგ შევა, 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის იმგვარად ფორმირებას ითვალისწინებს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ერთმანეთს ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მეტ-ნაკლებად გაუთანაბრდნენ.

ამასთან, პრეზიდენტის ხელმოწერით 29 დეკემბრიდან ძალაშია საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცალკე ცვლილებები, რომლითაც მაჟორიტარის ასარჩევად 30%-იანი ბარიერი 50%-მდე გაიზარდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89