Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 21 იან.'16 / 17:36

ევროპარლამენტმა 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, სადაც მიესალმება საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის გზაზე და იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი გადაუდებლად მიენიჭება მას, თუმცა ამავე დროს, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, მართლმსაჯულების მეტი დამოუკიდებლობა და თავიდან აიცილოს პოლიტიკური პოლარიზაცია. 

რეზოლუცია „ასოცირების შეთანხმებები/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან“, რომლის მიღებასაც ერთი დღით ადრე დებატები უძღოდა წინ, სამივე პარტნიორი ქვეყანის ევროპულ მისწრაფებებს აღიარებს და რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

საქართველოსთან მიმართებაში, რეზოლუცია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ რეფორმებში პროგრესს მიესალმება და „საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გამოვლენილ ვალდებულებებს აქებს“.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „ელის [ევროპული] საბჭოსგან და წევრი ქვეყნებისგან, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს გადაუდებლად მისცემენ ორ ქვეყანას [საქართველოს და უკრაინას]“.

აღნიშნავს რა მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რეზოლუცია წუხილს გამოთქვამს „იმ არასახარბიელო ეფექტის გამო, რასაც „რუსთავი 2“-ის მსგავსი საქმეები ახდენენ მედია პლურალიზმზე“ და მოუწოდებს ხელისუფლებას „უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, სარედაქციო დამოუკიდებლობა და მედია მფლობელობის გამჭვირვალეობა, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“.

დოკუმენტი მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მთავრობის იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლეებისგან შემდგარი მაღალი დონის საექსპერტო მისიის მოვლინებას ისახავს მიზნად „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავის მონიტორინგისთვის.

ხაზგასმულია რა, რომ სასამართლო პროცესები უნდა იყოს „გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი“, დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, რომ „განაგრძოს და სრულყოფილად განახორციელოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, მათ შორის მისი დამოუკიდებლობის გაძლიერების და პროკურატურის დეპოლიტიზაციის კუთხით“.

„[ევროპარლამენტი] შეშფოთებული რჩება პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმის გამო, რომლის საფუძველზეც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან; მოუწოდებს განაგრძოს მცდელობები  სრული დამოუკიდებლობის, ეფექტურობის, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის მისაღწევად სასამართლო სისტემაში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახლად შექმნილ  [სახელმწიფო] უსაფრთხოების სამსახურში, მათ შორის ამ ორი უკანასკნელის საქმიანობაზე საპარლამენტო მეთვალყურეობის გზით; წუხილს გამოთქვამს წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენების გამო, განსაკუთრებით პოლიტიკური ფიგურების და აქტივისტების მიმართ, რაც გამონაკლისი ზომა უნდა იყოს, რომელიც მხოლოდ გადაუდებელი და მკაფიო აუცილებლობის პირობებში უნდა იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ახსენებს რა ვენეციის კომისიის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებულ „შეუსაბამო ზეწოლაზე“, რეზოლუცია პროექტი მოუწოდებს მთავრობას „შესაბამისი ქმედებები განახორციელოს, მათ შორის მიიღოს ადეკვატური ზომები სასამართლოს წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების დასაცავად, სრულად გამოიძიოს დაშინების ყველა შემთხვევა და დამნაშავეებს პასუხი აგებინოს“.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ „ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა სწრაფად და ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული“; დოკუმენტი მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში გააუმჯობესოს პოლიტიკური კლიმატი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის თავიდან არიდების გზით და უზრუნველყოს პარტიათა შორის დიალოგი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე“.

რეზოლუცია სამართლებრივ და საკონსტიტუციო რეფორმის, ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოში ევროკავშირის მაშინდელი სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარბერგის მიერ 2013 წელს მომზადებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენაც მოუწოდებს. დოკუმენტში ასევე მოხსენებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რამაც „არსებითად გაზარდა გამჭირვალობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეს წამყვანი ფაქტორები“.

იმავდროულად, რეზოლუცია იმეორებს მხარდაჭერას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდებს „რუსეთის ფედერაციას დაასრულოს ყირიმის ოკუპაცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში, ისევე როგორც საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ გაყინულ კონფლიქტებში“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16