Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ‘აქტიურად ითანამშრომლებს’ ICC-ისთან 2008 წლის ომის გამოძიების პროცესში
Civil Georgia, Tbilisi / 28 იან.'16 / 15:10

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ თბილისი „აქტიურ თანამშრომლობას“ გააგრძელებს ჰააგაში განთავსებულ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან (ICC), რომელმაც თავის პროკურორს თანხმობა მისცა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მთლიანად ეს საქმე, ამ ნებართვის შედეგად, მოექცევა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში, ეს იქნება სამართლებრივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად, როგორც დღემდე, ვითანამშრომლებთ ჰააგის პროკურორთან [ფატუ ბენსუდასთან]“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა 28 იანვარს. 

„ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვიქმნის კარგ საფუძველს, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ, დამატებით ინფორმაციას მივაწვდით [ICC-ის პროკურორს] ერთი თვის მანძილზე   - ეს არის ვადა, რომელიც ჩვენ, იუსტიციის სამინისტროს ქალბატონმა ბენსუდამ გუშინ მოგვცა, ისევე როგორც რუსეთის მხარეს... იმისათვის, რომ მან ეფექტური, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება შეძლოს“, - განაცხადა მან. 

„ჩვენ შევისწავლეთ ეს გადაწყვეტილება და მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და არის შესაბამისობაში საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან“, - განაცხადა წულუკიანმა.

მან გადაწყვეტილების იმ ნაწილზე მიუთითა, სადაც ICC-ის მოსამართლეთა პალატა ეთანხმება პროკურორს, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი „არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის არის საქართველოს ნაწილი“ - შესაბამისად, წულუკიანის თქმით, „ის [ICC] არ და ვერ მიიღებს მხედველობაში იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის“.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა გადაწყვეტილების იმ მონაკვეთებსაც, რომელიც ცხინვალის რეგიონში ეთნიკურ ქართველებზე თავდასხმებს ეხება და „როგორც ჩანს ეს ყველაფერი - ქართველების ეთნიკური წმენდა - მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას, რათა სამხრეთ ოსეთს მიეღწია დამოუკიდებლობისთვის და რათა გაწყვეტილიყო საბოლოოდ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი“.

წულუკიანი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ გამოძიება დაფარავს დროის იმ მონაკვეთს, რომელიც ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2008 წლის 1 ივლისიდან იწყება და 2008 წლის 10 ოქტომბერს სრულდება, როდესაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან გაიყვანა, რომლებიც მას სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიღმა ჰქონდა ოკუპირებული.

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ICC–ის გამოძიების პარალელურად, საქართველომ უნდა განაგრძოს „ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენის პროცესი“.

„ამ გამოძიებამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმაში, რომ ჩვენ ვაშენოთ ისეთი ერთიანი ქვეყანა, სადაც ასეთი შეტაკებები, ეთნიკური წმენდები აღარასოდეს მომავალი თაობების დროს აღარ იქნება“, - განაცხადა წულუკიანმა.

გამოძიების დაწყების თაობაზე ICC–ისადმი თავის თხოვნაში, რომელიც 2015 წლის  ოქტომბერში იქნა წარდგენილი, პროკურორი ფატუ ბენსუდა შემდეგ სავარაუდო, თუმცა „დასაბუთებულად მიჩნეულ" დანაშაულებზე მიუთითებდა:

  • „ეთნიკური ქართველების მკვლელობები, იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე მათი ქონების განადგურება და ძარცვა სამხრეთ ოსური ძალების მიერ (რუსული ძალების შესაძლო მონაწილეობით)“;
  • „მიზანმიმართული თავდასხმები ქართველ სამშვიდობოებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე - ქართული ძალების მიერ“.

საქართველო, როგორც რომის სტატუტს მიერთებული ქვეყანა, რომლის საფუძველზეც ICC ჩამოყალიბდა, ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს ICC-თან – ეს ვალდებულება არ ვრცელდება რუსეთზე, რადგანაც ის ICC–ის წევრი არ არის.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27