Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბათუმს ნატო-ს საზღვაო სარდლობის ოთხი ხომალდი სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 12 თებ.'16 / 17:50


ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) გემები – ესპანური Tambre და თურქული Edremit ბათუმის პორტში, 2016 წლის 12 თებერვალი. ფოტო: საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტრო

ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) ოთხი გემი დღეს დილით ბათუმის პორტში შევიდა ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, სადაც 15 თებერვლამდე დარჩება.

ჯგუფის შემადგენლობაშია საფლაგმანო გემი Cezayirli Gazi Hasan Paşa (თურქეთი) და საზღვაო გამნაღმველი ხომალდები  TCG Edremit (თურქეთი), ESPS Tambre (ესპანეთი) და Slt. Alexandru Axente (რუმინეთი).

იტალიური გამნაღმველი Gaeta ჯგუფს მოგვიანებით შეუერთდება, ხოლო 13 თებერვალს ბათუმში ასევე ჩავა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო.

ხმელეთზე ვიზიტის დასრულების შემდეგ SNMCMG2 -ის გემები ჩაატარებენ „წვრთნების სერიას ზღვაზე საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც გაზრდის მათ სამძებრო -სამაშველო, აბორდაჟზე აყვანისა და ტაქტიკური მანევრირების უნარ-ჩვევებს და  მისცემს შანსს მეზღვაურებს,  თვალყური ადევნონ ერთმანეთის გემებზე მიმდინარე ოპერაციებს ეკიპაჟების გაცვლის მეთოდით“, ნათქვამია გაერთიანებული საზღვაო სარდლობის პრეს–რელიზში. 

SNMCMG2 -ის სამი გემი ბათუმს მანამდე 2013 წლის სექტემბერში სტუმრობდა.

„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მეტად პოზიტიურ პარტნიორობას, რომელსაც სათავე დაუდო SNMCMG2 -ის წინა ვიზიტმა ბათუმში 2013 წლის სექტემბერში“, – განაცხადა კონტრ-ადმირალმა ლაციომ, „საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნისა და მჭიდრო თანამშრომლობის ამგვარი შესაძლებლობები აძლიერებს ჩვენი ძალების თავსებადობას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მომავალ თანამშრომლობაში საზღვაო ტერიტორიებზე“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22