Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 25 თებ.'16 / 16:36

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძის, თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად.

„ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავის პროფესიონალიზმით და პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე - გირგვლიანის   საქმეზე - წინა ხელისუფლების დროს“, - განაცხადა პრეზიდენტმა წარდგენის დროს, "დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“. 

ანა დოლიძე 2004 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარეობდა, 2006 წლიდან კი აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში, რომლის მთავარი მოთხოვნა სანდრო გირგვლიანის საქმეში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების დასჯა იყო. 2007 წლიდან მან აშშ-ში განაგრძო სწავლა, სადაც შემდგომში სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2015 წლის მაისში კი დოლიძე თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მოადგილედ დაინიშნა.   

პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ანა დოლიძე გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლის ლევან მურუსიძის ადგილს დაიკავებს უზენაეს სასამართლოში; ამ უკანასკნელს 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი თვით ადრე, გასულ კვირას შეუწყდა უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, რადგან დეკემბრის სადავო გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ იქნა გამწესებული.

წარდგენის შემდეგ დოლიძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია "ახალი, კომპეტენტური" კადრების ყოფნა სასამართლოში იმ ფონზე, როცა ამ სისტემის „გაჯანსაღების და რეფორმირების პროცესი“ მიმდინარეობს. 

ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 14 წევრია, თუმცა ეს რაოდენობა სულ ცოტა 16-მდე გაიზრდება მას შემდეგ, თუ პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებს სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19