Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმზე კომენტარს აკეთებს
Civil Georgia, Tbilisi / 15 აპრ.'16 / 12:17

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „ვერ შეეწინააღმდეგება“ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გეგმებს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

მოსახლეობასთან თავისი ყოველწლიური ტელეხიდის შემდეგ, მან უთხრა ჟურნალისტებს 14 აპრილს, რომ მოსკოვი ამ თემას განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას  იმის გათვალისწინებით მიიღებს, თუ რა იქნება „საფუძველი“ ამგვარი რეფერენდუმისა და როგორი იქნება რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელიც პუტინს მარტის ბოლოს შეხვდა, 11 აპრილს განაცხადა, რომ რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართოს, „აგვისტომდე გაიმართება“.

კითხვაზე აპირებს, თუ არა მოსკოვი დათანხმდეს ცხინვალის რეგიონის შეერთებას რუსეთის ფედერაციაში და „იქნება თუ არა ეს ანექსია“, პუტინმა უპასუხა: „ჩვენ ჯერ არ განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს სამხრეთ ოსეთთან ამ კონტექსტში“.

“ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთი“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს აღიარება მოყვა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „სტრატეგიულ შეცდომას“  2008 წელს, როცა მან სამხედრო ძალა გამოიყენა.

„ჩვენ ეს საკითხი დეტალურად არ განგვიხილავს სამხრეთ ოსეთის ლიდერთან. მან საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა პრობლემის მიმართ და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას უნდა ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება. ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგებით“, – განაცხადა პუტინმა.

„ჩვენ არაფერი გვაკავებს, გარდა თავად სამხრეთ ოსეთის ხალხის ინტერესებისა“, – დასძინა მან, „მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა იქნება ამ რეფერენდუმის საფუძველი, როგორი ფორმულირება ექნება კითხვებს; სწორედ ამის საფუძველზე ვიფიქრებთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30