Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მამაკაცი მოკლეს
Civil Georgia, Tbilisi / 21 მაი.'16 / 13:29

საქართველოს ადგილობრივი მოქალაქე თბილისის მიერ კონტროლირებად სოფელ ხურჩაში, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ერთ–ერთ გამშვებ პუნქტთან 19 მაისს შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზეთის მხრიდან მივიდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეს „ამაზრზენი შემთხვევა“ დაგმო, როგორც მცდელობა „ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის“ შერიგების კუთხით, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, როგორც „ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ თბილისმა „ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ, იმისთვის გამოიყენა, რომ „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალ პროპაგანდაში ივარჯიშოს“.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელსაც ადგილზე უიარაღო დამკვირვებლები ყავს, თუმცა სეპარატისტულ რეგიონში ვერ შედიან, განაცხადა, რომ სროლის ფატალური შემთხვევა ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოხდა.

„წინასწარი შეფასებით, რომელიც ადგილობრივი თვითმხილველების მონათხრობს ეყრდნობა, უსაფრთხოების სფეროში მოქმედი სტრუქტურების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა გადმოკვეთეს ხიდი აფხაზეთის მხრიდან თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე და სროლა განახორციელეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აამოქმედა ცხელი ხაზი და  ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება  ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მიმდინარეობს“, – განაცხადა მისიამ 20 მაისს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც „დაგმო“ მომხდარი, განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორია „ოთხმა შეიარაღებულმა პირმა“ მოკლა 19 მაისს ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე სოფელ ხურჩაში. ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმის თქმით, ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის თავში.
ქართული მედიაში ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა ფატალური სროლის გარემოებების შესახებ; ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ოთხოზორია აფხაზმა მესაზღვრეებმა მოკლეს, ხოლო სხვა ინფორმაციაში დამნაშავეებად რუსი მესაზღვრეები მიიჩნეოდნენ. მოკლულის ზოგმა ნათესავმა განაცხადა, რომ სროლას მამაკაცსა და გამშვები პუნქტის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა წინ.

სეპარატისტული აფხაზეთის მთავარმა პროკურორმა, ალექსეი ლოლიამ განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ 20 მაისს, რომ ინციდენტი გამშვებ პუნქტთან იმ დროს მოხდა, როდესაც ორი მამაკაცი აფხაზეთში შესვლას შეეცადა შესაბამისი დოკუმენტების გარეშე; მისი თქმით, ერთ–ერთი მამაკაცი „დაემუქრა“ მესაზღვრეებს და მათთან ჩხუბიც მოუვიდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკონკრეტა „ოთხი შეიარაღებული პირი“ იყვნენ აფხაზური თუ რუსული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები და მოკლე წერილობითი განცხადების გარდა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მართალია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ თქვა თავის განაცხადებში, რომ სროლაში რუსი მესაზღვრეები მონაწილეობდნენ, მაგრამ განაცხადა, რომ სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთს ეკისრება, რადგანაც ის „ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალაა“.

„ეს დანაშაულებრივი აქტი ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ საგანგაშო ვითარებას და მომხდართან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„აღნიშნული მკველელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას“, – აღნიშნა უწყებამ, „ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ 19 მაისს ინციდენტთან დაკავშირებით ტელეფონით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ესაუბრა; ორივე მათგანი ჟენევის დისკუსიებში მომლაპარაკებლები არიან.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 20 მაისს განაცხადა, რომ ხურჩის მკვლელობა ნიშნავს, რომ ოკუპაციას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა. 

20 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულ შეიარაღებულ ძალებს მომხდართან არაფერი აქვს საერთო.    

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შემთხვევა, ჩვეულებისამებრ, იმისთვის გამოიყენა, რომ „რუსული ოკუპაციის“ თემაზე ახალ პროპაგანდაში ივარჯიშოს. ამასთან, თბილისში გადასარევად იციან, რომ არც მესაზღვრეებს, არც რუსეთის სხვა წარმომადგენლებს შეხება არ ქონდათ ამ შემთხვევასთან, რომელიც გულწრფელად იწვევს სინანულს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.    

„ვურჩევთ ქართულ მხარეს, რომ ადამიანის ტრაგიკული სიკვდილის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების სანაცვლოდ, ყურადღება გაამახვილოს გალში, საქართველო–აფხაზეთის საზღვრის მიდამოებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ერთობლივი მექანიზმის მუშაობის აღდგენის ამოცანებზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თბილისის „ანტი–რუსული თავსასხმები“ ხელს არ უწყობს ამ მექანიზმის აღდგენას, რომლის განახლებაც ჟენევის დისკუსიების მარტის რაუნდზე იქნა შეთანხმებული.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 20 მაისს: „ეს ამაზრზენი შემთხვევა, მართლაც უდიდესი ტრაგედიაა. ადამიანი, მითუმეტეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქნა მოკლული უმოწყალოდ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამითი ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის, ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის“.

„მე გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე დაისჯება და დაისჯება ძალიან მკაცრად, ჩვენ ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს ამ საქმეში და აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ საქმეს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს ის, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„გამოვთქვამ იმედს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ მიმართული, რომელიც დღეს მიმდინარეობს - შეიძლება პოლიტიკურად ჩვენ დიდი პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ ხალხთა შორის ურთიერთობებში ჩვენ გვაქვს რაღაც პროგრესი, გარკვეული დათბობა  და მე მინდა რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ დამნაშავეები ძალიან მკაცრად დაისაჯონ“, – დასძინა მან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ ხურჩის ინციდენტი „სერიოზული გამოწვევაა იმ სამშვიდობო პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს“.

 „მსგავსი ტიპის შეთხვევები ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი ყველა მხარის მიერ. ვიტოვებთ იმედს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტური მმართველობის განმახორციელებელ ძალებს ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე ექნებათ სერიოზული რეაგირება, რომ სამომავლოდ აღმოიფხვრას მსგავსი ფაქტების განმეორება, რომელიც ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პოლიტიკას არყევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ინციდენტის უმოკლეს ვადაში და საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა და ასევე მოუწოდა „ყველა მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ“.

„აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სასწრაფო აღდგენის აუცილებლობაზე“, – განაცხადა მისიამ.

20 მაისს მომიტინგეების მცირე ჯგუფი მთავრობის კანცელარიის წინ შეიკრიბა და ხურჩის ინციდენტზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება გააკრიტიკა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება. მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ დამგმობი განცხადებების კეთების ნაცვლად, სუს-მა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანალოგიური კრიტიკა გამოითქვა ცალკე საპროტესტო აქციაზე, რომელიც იმავე დღეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გამართეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24