Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალმა რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარება გადადო
Civil Georgia, Tbilisi / 26 მაი.'16 / 19:27

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა შეთანხმდა, რომ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი არა მიმდინარე, არამედ 2017 წელს გაიმართოს მას შემდეგ, რაც იმავე წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

სააგენტოს ცნობით, რეფერენდუმის გადადებასთან დაკავშირებულ მემორანდუმს 26 მაისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერეს ხელი.

„ვხელმძღვანელობთ სამხრეთ ოსეთის ხალხის ხანგრძლივი ინტერესებით და ვესწრაფვით რა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ, გამოვდივართ ერთობლივი განცხადებით... რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესვლის საკითხზე რეფერენდუმის 2017 წელს გამართვის მიზანშეწონილობის თაობაზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების შემდეგ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებამდე, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მარტის ბოლოს შეხვდა, 11 აპრილს განაცხადა, რომ რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების თხოვნით მიმართოს, „აგვისტომდე“ გაიმართებოდა. ამ გეგმის კომენტირებისას რამდენიმე დღეში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი რეფერენდუმთან დაკავშირებულ ცხინვალის განზრახვას, „ვერ შეეწინააღმდეგებოდა“.

რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის იდეა მანამდეც არაერთხელ წამოუწევიათ სეპარატისტულ რეგიონში – ბოლოს ამას 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდა ადგილი, თუმცა მაშინ კრემლმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ცხინვალთან არ განიხილებოდა.

თბილისი გმობს რეფერენდუმთან დაკავშირებულ ცხინვალის გეგმებს, როგორც ანექსიის პროცესის გაგრძელების მცდელობას და აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული ვერცერთი რეფერენდუმი ლეგიტიმური ვერ იქნება.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10