Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო ცვლილებებს ვეტო დაადო
Civil Georgia, Tbilisi / 31 მაი.'16 / 15:53

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სადავო საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს განსახილველად. 

ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნების შემდეგ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

პრეზიდენტის თქმით, მისი შენიშვნები ეხება კანონპროექტის ყველაზე სადავო პუნქტს - საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის გაზრდას და ასევე, მოსამართლეთა 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას. მისი ინფორმაციით, ამ შენიშვნებზე მუშაობა ბოლო პერიოდში  ქართული ოცნების უმრავლესობის საკანონმდებლო გუნდთან და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან წარიმართა, რომელსაც „ძალიან კონსტრუქციული პოზიცია“ ჰქონდა.

„ეს შენიშვნები უკვე მომზადებულია და დღეს უკვე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 31 მაისს.

პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომას გეგმავს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს საკითხსაც განიხილავენ.

„ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერ-მინისტრთან მე მაქვს იმედი, რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და არ იყოს საუბარი დაძლევაზე“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს.

მან ამ საკითხის ირგვლივ დიალოგი „ძალიან წარმატებულ პრეცედენტად“ შეაფასა, რომლის ფარგლებშიც, „ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და ამავე დროს, გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც“.

საპარლამენტო უმრავლესობამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ინიცირებული და პრემიერ-მინისტრის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები 13-14 მაისს ბოლო ორი მოსმენით ოპოზიციონერი დეპუტატების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის ფონზე ისე მიიღო, რომ კანონპროექტები ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიისთვის არ გაუგზავნია.

ვენეციის კომისიას მხოლოდ ცვლილებების მიღების შემდეგ მიმართეს, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თხოვნით, რომ წინასწარი დასკვნები რაც შეიძლება სწრაფად მოემზადებინათ.

ეს მოსაზრებები ვენეციის კომისიამ 27 მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც მართალია ზოგიერთ ცვლილებას მიესალმა, თუმცა მთელი რიგი ნორმების გადახედვისკენ მოუწოდა, მათ შორის კანონპროექტიდან იმ ნორმის ამოღებისკენ, რომელიც კვორუმის გაზრდას ეხება, რათა მოსამართლეთა უმცირესობას გადაწყვეტილებების დაბლოკვის ბერკეტი არ მიეცეს; მან ასევე „დაჟინებით“ ურჩია იმ ნორმის ამოღებაც, რომელიც მოსამართლეს თავისი 10-წლიანი ვადის ბოლო სამ თვეში მანდატს უზღუდავს და მხოლოდ მოკლევადიანი ახალი საქმეების განხილვის შესაძლებლობას უტოვებს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც ვეტოს უფლება მხოლოდ ამ წინასწარი დასკვნების გაცნობის შემდეგ გამოიყენა, მადლობა გადაუხადა ვენეციის კომისიას „უსწრაფესად“ მოქმედებისთვის.

„ნათლად გამოვლინდა, რომ ის რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ვენეციის კომისიასაც და ვენეციის კომისიისთვის  ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11