Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის ოფიციალური პირების თქმით, დახმარება საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებზე იქნება ფოკუსირებული
Civil Georgia, Tbilisi / 9 ივნ.'16 / 11:58

ამერიკის შეერთებული შტატები უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარების პროგრამებში და ნატო–საქართველოს ურთიერთობებში მეტ ყურადღებას მიაქცევს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას, განაცხადეს პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 7 ივნისს.
 
რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში აშშ–ის წვრთნისა და დახმარების პროგრამები ფოკუსირებული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაზე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში, განთავსებისთვის.
 
„ახლა, ჩვენ ვაპირებთ, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებას მათი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით“, – განაცხადა  კარპენტერმა, რომელიც თბილისს მაისში სტუმრობდა, როცა საქართველოში ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მონაწილეობით ერთობლივი სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ იმართებოდა.
 
„არ ვაპირებთ, რომ მუდმივად განვათავსოთ სამხედროები ადგილზე [საქართველოში], მაგრამ ნამდვილად ვაპირებთ, რომ საქართველოსთან ჩვენი სწავლებების და წვრთნების ტემპი გავზარდოთ“, – განაცხადა კარპენტერმა და დასძინა, რომ 2008 წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უსაფრთხოების სფეროში დახმარებისთვის 480 მილიონი დოლარი დახარჯა.
 
როდესაც იმავე მოსმენაზე რესპუბლიკელმა სენატორმა დევიდ პერდიუმ ჰკითხა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდს, თუ რა ისეთი გაკვეთილები იქნა გამოტანილი საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის შედეგად, რომლის გამოყენებაც უკრაინის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი, მან უპასუხა, რომ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დროს აშშ ბოლო ათწლეულის მანძილზე აქცენტს უფრო  ავღანური მისიისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაზე აკეთებდა და „შესაძლოა საკმარისად არ გამახვილებულა ყურადღება საქართველოს შიდა უსაფრთხოების გაძლიერებაზე“.
 
„სწორედ ამიტომ ვცდილობთ კორექტირება შევიტანოთ არა მხოლოდ აშშ–საქართველოს ურთიერთობებში, არამედ ნატო–საქართველოს ურთიერთობებშიც“, – განაცხადა ნულანდმა და დასძინა, რომ კიდევ ერთი გაკვეთილი ის არის, რომ რუსული ზეწოლის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება წარმატებული, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა და ამიტომაც სახელმწიფო დეპარტამენტის ბევრი პროგრამა სწორედ ამ პრიორიტეტისკენ არის მიმართული, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისკენ.
 
როდესაც ნულანდს ჰკითხეს, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისგან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა იგივე პოზიცია, რომ აშშ–საქართველოს და ნატო–საქართველოს ურთიერთობებში მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე. მან ასევე განაცხადა, რომ სამიტზე იმის გამეორება მოხდება, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ითქვა – მაშინ ალიანსმა განაცხადა და მას შემდეგ არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10