Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბლოკმა პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის საარჩევნო სია წარადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 8 სექ.'16 / 17:16

საარჩევნო ბლოკმა პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პროპორციული სიის პირველი 30 კანდიდატის პრეზენტაცია გამართა.

ოთხი პარტიისგან - „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ახალი საქართველო“, „გირჩი“ და ახალი მემარჯვნეები - შემდგარი ამ ბლოკის საარჩევნო სიას მისი ლიდერი,  საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე უძღვება, რომელიც პარტნიორებს სიის პრეზენტაციაზე, როგორც თავად თქვა, ვაშინგტონიდან ჩაერთო.

სიაში შემდეგ მოდიან: დეპუტატი გიორგი ვაშაძე, „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის მაისში დატოვა; დავით ჯანდიერი, (სახელმწიფო ხალხისთვის); ვახტანგ მეგრელიშვილი (ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი); ირაკლი ყიფიანი (სახელმწიფო ხალხისთვის); იაგო ხვიჩია (გირჩი); დავით კიზირია (ახალი საქართველო); დეპუტატი გიორგი მელაძე (გირჩი); მელორ ტყეშელაშვილი, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი; მამუკა კაციტაძე (ახალი მემარჯვენეები); გიორგი პაპავა (სახელმწიფო ხალხისთვის); და მე-12 ნომრად შეყვანილი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც „გირჩი“ მას შემდეგ დააფუძნა, რაც შარშან ნაციონალური მოძრაობა დატოვა. 

პირველ 30 კანდიდატს შორის სულ ორი ქალი კანდიდატი ფიგურირებს - 21-ე ნომრად შეყვანილი ნინო დარსაველიძე "გირჩიდან" და 30-ე ირინა ტურაშვილი.

პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს 8 სექტემბერს საღამოს  პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა ეწურებათ. სიებში, კანონის თანახმად,  კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 26 პარტია და 6 ბლოკი იღებს მონაწილეობას.

საქართველოში მოქმედი შერეული სისტემით, 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით; თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12