Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„გირჩმა“ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვა
Civil Georgia, Tbilisi / 28 სექ.'16 / 12:46

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ სამშაბათს საღამოს პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი სახელმწიფო ხალხისთვის დატოვა იმ მოტივით, რომ „ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები“.

ეს განცხადება საპარლამენტო არჩევნებამდე თერთმეტი დღით ადრე გაკეთდა და როგორც „გირჩმა“ განაცხადა, მათი ეს გადაწყვეტილება ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ პარტია ეთიშება არჩევნებს.

ოთხპარტიული საარჩევნო ბლოკი 18 აგვისტოს შეიქმნა და ის პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის; ახალ მემარჯვენეებს; ახალ პოლიტიკურ ცენტრს „გირჩი“ და ახალ საქართველოს აერთიანებდა - ამ ორი უკანასკნელი პარტიის დამფუძნებლები ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე არიან, შესაბამისად.

„ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით“, - განაცხადა „გირჩმა“ მოკლე წერილობით განცხადებაში დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

„გირჩის“ ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუში პირდაპირ ეთერში საუბრისას, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ბლოკიდან „გირჩის“ გაშვება და საარჩევნო სიიდან მათი წევრების ამოღება მისი გადაწყვეტილება იყო.

ამის მიზეზი, ბურჭულაძის თქმით, ის გახდა, რომ მან ახლა შეიტყო იმის შესახებ, რომ „გირჩს“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია“, - განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის პარტიაც რამდენიმე წამყვანმა წევრმა გასული ექვსი კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით დატოვა, „მე არავის სატელიტი არ ვიქნები - არც სააკაშვილის, არც ბიძინა ივანიშვილის... ეს ["გირჩი"] არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული... მე ამას ვერ მივიღებ, ჩვენ სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ... მე ბიძინა ივანიშვილისნაირი არ მინდა ვიყო და არ ვიქნები არასდროს“.

ამ ბრალდებებს „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპერატიულად მოწვეულ პრესკონფერენციაზე უპასუხა და უარყო ბურჭულაძის ნათქვამი, როგორც „უსინდისო ზღაპარი“.

ჯაფარიძემ განმარტა, რომ მისმა პარტიამ ბლოკის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბურჭულაძემ „დააშანტაჟა“ იმით, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მიტანას, ამ შემთხვევაში „გირჩის“ წევრებს ამოიღებდა ბლოკის სიიდან. მან ასევე ბრალი დასდო ბურჭულაძეს, რომ ფული არა საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სურდა.

„გირჩს“ ბურჭულაძის ბლოკის პარტიული სიის პირველ თორმეტ ადგილზე სამი წევრი ჰყავდა - მე-4 ნომერი ვახტანგ მეგრელიშვილი, მე-6 იაგო ხვიჩია და მე-12 თავად ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ასევე იყრიდა კენჭს ვაკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატად.

28 სექტემბერი არის ბოლო ვადა, როცა პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8