Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკომ პირველადი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 9 ოქტ.'16 / 02:18

ცესკომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები 423 უბნის მონაცემებზე დაყრდნობით, რაც უბნების საერთო რაოდენობის მხოლოდ 11.43%-ს შეადგენს, ღამის  დაახლოებით 1:45 საათზე გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ქართულ ოცნებას ხმების 53.42%, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 24.69% აქვს.

შემდეგ მოდიან, პატრიოტთა ალიანსი 4.66%-ით; პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4.24%; თავისუფალი დემოკრატები - 3.21%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა  - 2.96%; ლეიბორისტული პარტია - 2.79%; რესპუბლიკური პარტია 1.33%. ყველა დანარჩენ საარჩევნო სუბიექტს 1%-ზე ნაკლები ხმები აქვთ.

ამ მონაცემების გამოქვეყნებამდე რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ მათი შეფასებით, ცესკო იგვიანებდა მონაცემების გამოქვეყნების დაწყებას. ამის გასაპროტესტებლად ნაციონალურმა მოძრაობამ მხარდამჭერებს ცესკოს შენობასთან გამაფრთხილებელი აქციის მოწყობისკენაც მოუწოდა.

ეს პირველი შედეგები, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მართლია შესაძლოა გარკვეულწილად შეიცვალოს ეტაპობრივად ოქმების დამატების შედეგად, თუმცა ისინი „მისცემენ საზოგადოებას და საარჩევნო ადმინისტრციას იმის საშუალებას, რომ მშვიდ გარემოში, ისევე როგორც მთლიანობაში წარიმართა მშვიდად, ასე მშვიდად დასრულდეს არჩევნები, გარდა იმ ერთეული გამონაკლისებისა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი სამართლებრივი შედეგები ექნება“.

მას მხედველობაში  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 79-ე და 108-ე უბნებზე მომხდარი ინციდენტები ჰქონდა, რომლის დროსაც, მისი ინფორმაციით, ნასვამი პირები შევარდნენ და დაარბიეს უბნები, რის შედეგადაც  ხმის დათვლის პროცესი ჩაიშალა. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომლის დამკვირვებელიც ჯიხაშკარში 108-ე უბანზე იმყოფებოდა, განაცხადა "ხმის დათვლისა და კენჭიყრის შედეგების შეჯამების დროს დახლოებით 23 საათისთვის ადგილი ჰქონდა დაუდგენელი პირების შეჭრას ზუგდიდის #108 უბანზე (სოფელი ჯიხაშკარი). აღნიშნულმა პირებმა ქვები ესროლეს და ჩალეწეს საარჩევნო უბნის ფანჯრები, ძალის გამოყენებით შეაღწიეს უბანზე, მიმოფანტეს საარჩევნო ბიულეტენები და დალეწეს საარჩევნო ინვენტარი.  უბანზე იმყოფებოდა 1 პოლიციელი, რომელმაც ბუნებრივია ვერ განახორციელა სათანადო რეაგირება და დამატებითი საპოლიციო ძალები მხოლოდ მოგვიანებით იყვნენ მობილიზებული უბანზე". 

საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, "ნაცემია და ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის - ნორვეგიის ჰელსინკის კავშირის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ აღნიშნული ინციდენტი. საფრთხე შეექმნა საიას დამკვირვებელსაც, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი".

ნაციონალურმა მოძრაობამ მომხდარში ქართული ოცნება დაადანაშაულა, მმართველმა პარტიამ კი სამართლდამცავ ორგანოებს ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი“, - განაცხადა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელმაც დაგმო ინციდენტი.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19