Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია პოლიტიკიდან დროებით მიდის და მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს
Civil Georgia, Tbilisi / 10 ოქტ.'16 / 15:21

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის დროებით მიდის პოლიტიკიდან.

მან ასევე განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ აღარ გააგრძელებს ბრძოლას მეორე ტურში გორის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად.

თავისუფალმა დემოკრატებმა, რომლის ლიდერი ირაკლი ალასანია 2012–2014 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო, ხმების 4.62% მიიღო და ვერ გადალახა პარლამენტში შესასვლელად საჭირო 5%–იანი ბარიერი.

ალასანია გორის ერთმანდატიან ოლქში იყრიდა კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, სადაც მან ხმების 19.38% დააგროვა და მეორე ტურში, სავარაუდოდ, ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ მაკრახიძეს უნდა დაპირისპირებოდა, რომელმაც ხმების 33.69% მიიღო. ალასანიამ მესამე ადგილზე გასულ ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელიც ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრია, 504 ხმით მეტი მიიღო. 

„ვინაიდან მე ვერ ვხედავ შესაძლობელობას იმის, რომ მე აქტიურად მოვახდინო გავლენა და ჩემმა პარტიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ვაკეთო ისეთი რამ, რითიც მე შევძლებ გვერდში დავუდგე ჩემს საზოგადოებას“, - განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა მისი პარტიისა და გორელ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.

„ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, - განაცხადა ალასანიამ და მომავალი საქმიანობის დაკონკრეტების გარეშე დასძინა, რომ იქნება „რიგითი ჯარისკაცი“, რომელიც საერთაშორისო თუ ადგილობრივ  პროცესებში იმ კუთხით მიიღებს მონაწილეობას, რომ „გვერდში ვედგე სახელმწიფოს“.

მან განაცხადა, რომ შედეგები, რასაც არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები აჩვენებს, არის „მოცემულობა“, თუმცა „ის არჩევანი, რომელიც გააკეთა დღეს საზოგადოებამ, მიუხედევად იმისა, რომ მე დიდ პატივს ვცემ - მე არ მჯერა დღეს ამ არჩევანის“.

10 ოქტომბერს ალასანიას განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე დამარცხდა საბურთალოს მე-4 მაჟორიტარულ ოლქში,  თავის facebook-ის გვერდის მეშვებით გაასაჯაროვა, სადაც დაწერა: „ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები სახლში“.

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პარტიის სხვა წევრები თავიანთი სამომავლო საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღებენ.

„პარტია გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ ბევრად უფრო განახლებული, გააზრებული და უკეთესი შემადგენლობით შევხვდეთ ადგილობრივ არჩევნებს“, - განაცხადა მან.

 

 

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25