Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„თავისუფალი დემოკრატები“ კიდევ ხუთმა ლიდერმა დატოვა
Civil Georgia, Tbilisi / 12 ოქტ.'16 / 16:18

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერის ირაკლი ალასანიას და  ალექსი პეტრიაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ეს ოპოზიციური პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ კიდევ ხუთმა ლიდერმა, დეპუტატებმა ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა, გია ცაგარეიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა დატოვეს.

ამჟამინდელ პარლამენტში პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციურ ფორმატში მოხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ნოემბერში მმართველი კოალიცია დატოვა, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, „თავისუფალი დემოკრატები“ მეოთხე ადგილზე გავიდნენ ხმათა 4.63%-ით, რითაც სულ ცოტა დააკლდათ პარლამენტში მოსახვედრად სავალდებულო 5%-იანი ბარიერის დასაძლევად. 

„მოსახლეობამ გააკეთა ამგვარი არჩევანი და ჩვენ ამას პატივის უნდა ვცეთ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც პარტიული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა, „ცუდია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილი, მაგრამ ისინი პოლიტიკაში კიდევ იტყვიან თავის სათქმელს, რაშიც მე ყოველთვის გვერდზე ვედგები“.

პრესკონფერენციაზე არ ყოფილა, თუმცა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დაადასტურა ასევე ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

„დღეიდან ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამითი გზას ვუხსნი ახალ ხალხს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე, რომელმაც დავით ონოფრიშვილისა და გია ცაგარეიშვილის მსგავსად, მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.

მათი განცხადებების შემდეგ ტრიბუნა „თავისუფალ  დემოკრატებში“ დარჩენილმა წევრებმა დაიკავეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის თამარ კეკენაძის ხელმძღვანელობით.

„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის... პარტია განახლდება და ნელ-ნელა მოემზადება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - განაცხადა კეკენაძემ.

მისი თქმით, პარტია "მარტო არ დატოვებს" და გვერდით დაუდგება თავის მაჟორიტარ კანდიდატს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილს, რომელსაც სადეპუტატო მანდატისთვის ბრძოლა მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატთან სულხან მაკარიძესთან მოუწევს. პირველ ტურში მაკარიძემ ხმების 34.35% დააგროვა, გაფრინდაშვილმა კი ხმების 19.11% მიიღო - მეორე ტურში მათგან ის გაიმარჯვებს, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.

ჭიათურა არ არის ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც თავისუფალმა დემოკრატებმა მეორე შედეგი აჩვენეს. გორში მეორე ადგილზე პარტიის აწ უკვე ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია გავიდა, თუმცა პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად, 10 ოქტომბერს მან ასევე განაცხადა, რომ აღარ განაგრძობს ბრძოლას გორში მაჟორიტარული მანდატისთვის. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45