Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მეორე ტურში მონაწილეობაზე სანდრა რულოვსის უარს ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრის უარყოფითი რეაქცია მოყვა
Civil Georgia, Tbilisi / 24 ოქტ.'16 / 13:18

ყოფილი პირველი ლედის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას პირველ ტურში დამარცხების შემდეგ აღარ გააგრძელოს ბრძოლა მეორე ტურში ზუგდიდის 66-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის, მისი წარმდგენი პარტიის, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვა.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელიც ასევე არის ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეორე ნომერი, ზუგდიდის მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში, მათ შორის 22 ოქტომბერს ამ ოლქის სამ უბანზე გამართული განმეორებითი კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, ხმათა 44.8%-ით დამარცხდა კონკურენტთან ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაიასთან, რომელმაც 48.63% დააგროვა და ასევე ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.

სანდრა რულოვსმა „ოდიში ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელიც 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ მას „მოპოვებული გამარჯვება მოპარეს“ და თვლის, რომ „ამ უსამართლო ე.წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე არ უნდა შევიდეს მეორე ტურში“.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სანდრა რულოვსი პროპორციული სისტემით მოპოვებულ მანდატთან დაკავშირებით და შევა თუ არა ის პარლამენტში.  

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ და პარტიისთვის, რომელიც მეორე ტურებში ბრძოლას განაგრძობს, „დამაზიანებელი“ უწოდა.

„ქალბატონი სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი, სამწუხაროდ; მეტიც, ის აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ.

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ რულოვსის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც ამომრჩევლების „მიტოვება“.

ნაციონალური მოძრაობის სამივე ეს წევრი იმ ჯგუფში იყო, რომელმაც 11 ოქტომბერს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ახალ პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით გაიტანა იმ ფონზე, როცა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ დაფუძნებულ ნაციონალურ მოძრაობას მეორე ტურების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა. სააკაშვილის ამ პოზიციის გამზიარებელი პარტიის პოლიტსაბჭოზე გამართულ კენჭისყრაზე მხოლოდ 9 წევრი აღმოჩნდა 33-ის წინააღმდეგ, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

23 ოქტომბერს თავის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა აქტივისტებს მისი მეუღლის გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა: „მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე“.    

მოგვიანებით, Facebook-ით გამოეხმაურა თავად სანდრა რულოვსიც მის გადაწყვეტილებაზე „არაჯანსაღ სპეკულაციებს“ და განაცხადა, რომ პოლიტსაბჭო ამ განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს ჩააყენა საქმის კურსში.

„ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის... ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეობით თავისი პოზიციის გახმოვანება“, - განაცხადა მან, „ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი, ბრძოლაზე უარს ნიშნავს“.

იმის მიუხედავად, რომ სანდრა რულოვსი მეორე ტურს გამოეთიშა, მისი გვარი 30 ოქტომბერს მოსალოდნელი კენჭისყრის დროს მაინც იქნება ბიულეტენში ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად.

საარჩევნო მარათონიდან რულოვსის გამოთიშვის შედეგად, ნაციონალურ მოძრაობას 44 ერთმანდატიან ოლქში მოუწევს, ძირითადად, ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებთან ბრძოლა კვირას დანიშნულ მეორე ტურში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35