Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა
Civil Georgia, Tbilisi / 11 ნოე.'16 / 12:01

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ის პარტიას ტოვებს, თუმცა პოლიტიკაში რჩება, რათა „აქტიური მონაწილეობა“ მიიღოს პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური სპექტრის საქმიანობაში.

„დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო ეროვნული ფორუმის რიგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვტოვებ ქართულ პოლიტიკას“, - განაცხადა სანიკიძემ 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ გარკვეული პერიოდი სჭირდება კონსულტაციებისთვის, თუ რომელ ძალასთან გააგრძელებს თანამშრომლობას.

2006 წლის დეკემბერში დაფუძნებული „ეროვნული ფორუმი“ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების კოალიციის ფარგლებში მოვიდა და ეს გაერთიანება 2016 წლის აპრილში მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებისთვის კოალიციის დაშლა გამოცხადდა. ამ პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 0.73% ხმა მიიღო.

ქართული ოცნების ყოფილი კოალიციური პარტნიორებიდან გუბაზ სანიკიძე არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი პარტია ოქტომბრის არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ დატოვეს - „თავისუფალი დემოკრატები“ (საარჩევნო შედეგი 4.63%) დატოვეს პარტიის ექვსმა წამყვანმა წევრმა, ხოლო მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო; რესპუბლიკური პარტია (1.55%), რამდენიმე წევრის მსგავსად, დატოვა ასევე მისმა გამოკვეთილმა ლიდერმა და პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ახალი პარტიის შექმნა დააანონსა; ხოლო მრეწველთა პარტიის (0.78%) თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ის აქტიური პოლიტიკიდან მიდის.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47