Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლის ბრალდებებს ხელისუფლება უარყოფს
Civil Georgia, Tbilisi / 26 ნოე.'16 / 16:35

„აბსოლუტური სიცრუე“ და "პოლიტიკური სპეკულაცია" უწოდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ბრალდებებს, თითქოს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებენ უზენაეს სასამართლოზე „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავასთან დაკავშირებულ საქმეზე.

მიმდინარე კვირის დასაწყისში „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმე, რომლითაც ტელეკომპანიის საკუთრების შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ყოფილი მესაკუთრის ხიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები საჩივრდება, უზენაეს სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა განსახილველად. სექტემბერში, როცა უზენაესმა სასამართლომ სარჩელი დასაშვებად ცნო,  მისი განხილვა კოლეგიას დაავალა. თუმცა სამი მოსამართლისაგან  - ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე - შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა გამაფრთხილებელი აქცია უზენაეს სასამართლოსთან, რომელშიც 21 ნოემბერს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ერთად ასევე მიიღეს მონაწილეობა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან.

დიდი პალატა განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით, რომელშიც ასევე შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს პრესცენტრმა civil.ge-ს 26 ნოემბერს დაუდასტურა რა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის ფაქტი, ასევე განუცხადა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია რა შემადგენლობით ან როდის განიხილავს ის ამ საქმეს.

იმავდროულად, 26 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლის თაობაზე სპეციალური განცხადება გააკეთა და ოთხი პიროვნება დაასახელა, ვინც მისი თქმით, ამ საქმით არის დაკავებული. კერძოდ, მან ბრალი დასდო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს, თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს.

„ჩვენი ინფორმაციით, სხდომის ჩანიშვნა იგეგმება სწორედ 30 ნოემბერს“, - განაცხადა დეპუტატმა ნადირაშვილმა.

ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წამოწია.

„მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ კონკრეტულად 30 ნოემბერს იქნეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოტანილი თქვენს სასარგებლოდ“, - მიმართა მან სადეპუტატო შეკითხვის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილს, „ბატონო პრემიერ–მინისტრო, მე მაინტერესებს, თქვენ თუ აცნობიერებთ რა პროცესების ამოფრქვევას უწყობთ ხელს?... აცნობიერებთ იმ პასუხიმგებლობას რაც შეიძლება ქვეყანაში მოხდეს მაშინ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მომდევნო დღეებში სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?“

კვირიკაშვილმა უარყო ოპონენტების ბრალდებები, როგორც „აბსოლუტური სიცრუე“ და „პოლიტიკური სპეკულაცია“.

„არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, „თუ რამე ასეთს აქვს ადგილი, მე მოვუწოდებ ყველას, რომ განაცხადოს, რაიმე ამის მსგავსი თუ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში ამ მიმართულებით“.

„ალბათ, ამის მაგალითები წარსულში არაერთი გვქონია სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ - თქვენ თუ ამის მოთხოვნა გაქვთ დღეს, მინდა გაგაწბილოთ, რომ ეს საქართველოში აღარასოდეს აღარ იქნება და ამას ვერავინ ვერ ნახავს... მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ არის საქართველოში“, - უპასუხა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53