Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა ე.წ. შეჩერების შეთანხმებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
Civil Georgia, Tbilisi / 8 დეკ.'16 / 14:52

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) 8 დეკემბერს კენჭი უყარა და 37 ხმით მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის ე.წ. შეჩერების სწრაფი მექანიზმის მიღებას, რაზეც შეთანხმებას ევროპარლამენტმა, ევროკავშირის საბჭომ და ევროკომისიამ წინა დღეს მიაღწიეს და რაც გზას უხსნის საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას.

ევროპარლამენტის მომხსენებელმა აგუსტინ დიაზ დე მერამ აღნიშნა, რომ სწრაფი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებული ცვლილებები, რომელსაც LIBE-ს კომიტეტის 9 წევრმა არ დაუჭირა მხოლოდ მხარი, ხოლო 2-მა თავი შეიკავა, „ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ ინიციატივების დაუყონებლივ განხილვას“.

„ეს შეთანხმება დაბალანსებულია და ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის როგორც ეფექტურობისთვის, ისე სანდოობისთვის.  არსებული შეჩერების მექანიზმი არ არის ადეკვატური და ახლა ის გაუმჯობესდება. იმავდროულად, ის ფაქტი, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, გზას გაუხსნის შემდგომ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებში სხვა ქვეყნებთან, რომელთაც ყველა საჭირო მოთხოვნა დააკმაყოფილეს“, - განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა რობერტ კალინაკმა.

შეჩერების მექანიზმზე მიღწეული შეთანხმება, რომელიც 7 დეკემბერს საბჭოს სახელით ასევე დაამტკიცა მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper),  ევროპარლამენტის პრესრელიზის თანახმად, სავარაუდოდ მომავალ კვირას დადგება ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვისაც ევროპარლამენტში კენჭისყრის გამართვაა დარჩენილი, რაც იმის გამო ფერხდებოდა, რომ შეჩერების მექანიზმზე  შეთანხმება ამ დრომდე არ იყო მიღწეული. ეს ორი საკითხი ერთმანეთს ევროკავშირის საბჭომ დაუკავშირა, როცა 5 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას.

ვიდრე საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა, მანამდე ევროკავშირის საბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკომისიამ ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტი უნდა შეათანხმონ. საქართველოს საკითხზე მომსენებელმა, ევროპარლამენტარმა მარია გაბრიელმა თავის twitter-ზე დაწერა, რომ ეს სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალ კვირას დაიწყება.

ევროპარლამენტარმა კატი პირიმ 7 დეკემბერს თავის twitter-ზე დაწერა: „როგორც იქნა მიღწეულია შეთანხმება შეჩერების მექანიზმზე და მომავალ კვირას შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო მიმოსვლას ქართველებისა და უკრაინელებისთვის“.

ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები სავიზო მოთხოვნების უფრო სწრაფად და უფრო მარტივად შემოღებას შეძლებენ იმ ახალი წესების თანახმად, რომელზეც ევროპარლამენტის და საბჭოს მომლაპარაკებლები ოთხშაბათს შეთანხმდნენ.

ახალი შეთანხმებული წესების თანახმად, შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს, სწრაფად ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ რჩებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე; მნიშვნელოვნად გაიზრდება თავშესაფრის თაობაზე დაუსაბუთებელი განაცხადები; ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას და ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე ქვეყნების მოქალაქეები საფრთხეს უქმნიან „სახელმწიფო პოლიტიკას ან შიდა უსაფრთხოებას“.

პროცედურის თანახმად, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე მოთხოვნის დაყენება შეეძლებათ როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ისე ევროკომისიას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მესამე ქვეყნების მიერ უვიზო რეჟიმის პირობების შესრულების მონიტორინგზე. დარღვევების შემთხვევაში კი ევროკომისიას ერთი თვის ვადაში მოუწევს გადაწყვეტილების მიღება შეაჩეროს თუ არა ცხრა თვის ვადით უვიზო რეჟიმი - შეჩერების პერიოდში ევროკომისია შეეცდება მესამე ქვეყანასთან იმ გარემოებების გადაწყვეტას, რამაც შეჩერება გამოიწვია. ევროკომისიას ასევე უფლება ექნება, რომ მოითხოვოს იმ სიიდან ქვეყნის ამოღება, რომლებიც ევროკავშირში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13