Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაგეგმილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს
Civil Georgia, Tbilisi / 12 დეკ.'16 / 18:19

პრეზიდენტი დაგეგმილ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს, რადგან პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატი „ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას“, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

12 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციას „მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა მაღალი ლეგიტიმაციის ფართო ჩართულობის მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსესუსის უზრუნველყოფა“, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ფორმატი „არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს“.

„წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და  არ არის ორიენტირებული ფართო კონსესუსი მიღწევაზე, უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნულ და ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებაზე“, - განაცხადა მან.

„შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან“, - განაცხადა აბაშიშვილმა, თუმცა კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადების შემდეგ მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში „აქტიური ჩართვა“ დაანონსა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ იმ ვითარებაში, როცა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ფორმატი კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული, პრეზიდენტს ამ კომისიის შექმნა სამი თანათავმჯდომარის - პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სურდა, თუმცა ეს ქართული ოცნების მიერ უარყოფილი იქნა. 

მომავალი კომისიის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება იმ დადენილების პროექტის თანახმად, რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში უყრის კენჭს.

დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე 12 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად იქნა ინიცირებული, რომელიც კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2 წარმომადგენლის შეყვანას ითვალისწინებს იმასთან ერთად, რომ იქ წევრის სტატუსით იქნება ასევე წარმოდგენილი პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

კომისიაში, რომელმაც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშავოს, ასევე შევლენ:  მთავრობის 2 წარმომადგენელი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; საქართველოს სახალხო დამცველი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პარტიული კვოტების მიხედვით, კომისიაში მმართველი პარტია ქართული ოცნების 23 წევრი, ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი და პატრიოტთა ალიანსის 1 წევრი იქნება წარმოდგენილი; ასევე კომისიაში იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი შევა, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც. ეს არასაპარლამენტო პარტიები არიან: „თავისუფალი დემოკრატები“; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა, პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის და ლეიბორისტული პარტია.

კომისიის დებულების პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით დაამტკიცებს კომისიის პერსონალურ შემადგენლობას, რომლებიც მუშაობას დაგეგმილი 4 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმართავენ, რომლებიც შესაბამისად, შემდეგი მიმართულებებით შეიქმნება: ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხებზე; პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის; პრეზიდენტის, მთავრობის და თავდაცვის საკითხებსა; და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე.

დებულების პროექტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა წესით მიიღება გადაწყვეტილებები კომისიაში.

მართალია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ჯერ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „არაკორექტული“ უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს საკონსტიტუციო კომისიის ერთპარტიულობის თაობაზე და განაცხადა, რომ ლეგიტიმაციის კუთხით კომისიას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20