Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ოცნების დეპუტატები „არასწორს“ უწოდებენ პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირებას
Civil Georgia, Tbilisi / 13 დეკ.'16 / 13:54

მმართველი პარტიის ქართული ოცნების დეპუტატებმა „გაუგებარი“ და „არასწორი“ უწოდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაგეგმილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების თაობაზე.

„ძალიან სამწუხარო და ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა და მე პირადად, იმედს გამოვთქვამ, რომ გადახედავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას და შეცვლის“, - განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა, ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან ტელეკომპანია პირველს ორშაბათს.

მან ასევე ხაზგასმით განაცხადა, რომ „პროცესი ყველა შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური, ვინც არ უნდა მიიღოს ჩართვის ან არ ჩართვის გადაწყვეტილება“. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 12 დეკემბერს განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის მიერ შემოთავაზებული კომისიის იმ ფორმაში, რომელიც „ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას“.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე კვირას იგეგმება. მასში ყველა კონსტიტუციური ორგანოს, მათ შორის პრეზიდენტის 2 წარმომადგენლისა და მისი სათათბირო ორგანოს  - უშიშროების საბჭოს მდივნის მონაწილეობაა გათვალისწინებული, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ასევე ექსპერტებთან ერთად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცხადებული ბოიკოტის ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელეს, რომ კომისია შეიქმნება არა პრეზიდენტთან, არამედ პარლამენტის თაოსნობით და მისი თანათავმჯდომარე არ იქნება გიორგი მარგველაშვილი. 

დეპუტატ ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კანონმდებლობა ანიჭებს უპირატესობას, ვინაიდან მასაქვს საკონსტიტუციო კანონპროექტის ინიცირების უფლება და შემდგომ მისი მიღების პასუხისმგებლობა და არა პრეზიდენტს.

მან „კიდევ უფრო დამაბნეველი და უცნაური“ უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ განცხადებას, რომ მართალია ის კომისიის მუშაობაში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებს, მაგრამ აქტიურად ჩაერთვება საერთო-სახალხო განხილვის პროცესში - ეს პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტის ოფიციალური ინიცირება მოხდება.
 
„მოწმენდილ ცაზე ამხელა ალიაქოთის და ამხელა გაუგებრობის შექმნა ნამდვილად არ მესმის იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნორმალური კონსტიტუცია, არის სწორი პროცესი ამისთვის უზრუნველყოფილი და ყველას შეგვიძლია ამ პროცესში ჩავერთოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი არის რომ ხელი შევუშალოთ ნორმალური პროცესის გზით კონსტიტუციის შემუშავებას, კი ბატონო შეგვიძლია ხელი შევუშალოთ, მაგრამ რატომ?“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ამ პროცესს „სრულად“ უნდა დაუჭიროს მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დანარჩენი ყველანაირი გადაწყვეტილება არის ის, რაც უპირისპირდება სახელმწიფოს ინტერესს“. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა "სამწუხარო" უწოდა ამ საკითხზე მორიგი "კონფრონტაციის" წარმოშობას პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12