Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალური მოძრაობის ნაწილი მოახლოებული ყრილობის ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
Civil Georgia, Tbilisi / 5 იან.'17 / 16:17

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ 20 იანვარს დაგეგმილი პარტიის სადავო ყრილობა არ იქნება ლეგიტიმური და არ ექნება სამართლებრივი შედეგები.

რატიანის განცხადება ბოლო ეპიზოდია ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ შიდა დაპირისპირებაში. მხარეები ყრილობის ორგანიზების საკითხზე ვერ თანხმდებიან; მაშინ როდესაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ყრილობის 20 იანვარს გამართვის მომხრეები არიან და ქვეყნის მასშტაბით მოსამზადებელ შეხვედრებს მართავენ, მეორე ნაწილი გიგა ბოკერიას და დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას და სააკაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ მან პარტიის პოლიტიკური საბჭოს გვერდის ავლით თავის თავზე აიღო ყრილობის ორგანიზების საქმე.

რატიანმა, რომელიც პირობითად ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფს მიეკუთვნება, პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს 3 იანვარს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებს, რომ ყრილობის ორგანიზება პარტიის წესდების დარღვევით ხდება. 

„ყრილობის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ საბჭოს უნდა განესაზღვრა სპეციალური კომისიის შემადგენლობა, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, ყრილობის ორგანიზება შევიდა იურიდიულ ჩიხში“, - აცხადებს რატიანი.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე [27 დეკემბერს ჩაშლილი] პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი - არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე“, - წერს რატიანი.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა, რომელიც სააკაშვილის მომხრეთა ჯგუფშია, განაცხადა, რომ „ნებისმიერი მინიშნება ყრილობის არალეგიტიმურობაზე“, განსაკუთრებით მათი მხრიდან, „ვისაც ეჭვქვეშ არ დაუყენებია ივანიშვილის მიერ მოპარული არჩევნების ლეგიტიმურობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია და უამრავ კითხვას აჩენს“. 

„ყრილობა ჩატარდება დათქმულ დღეს, იქნება ისეთივე მრავალრიცხოვანი, როგორც ყოველთვის და იმაზე უფრო დემოკრატიული, ვიდრე ოდესმე“, - წერს ბიბილაშვილი თავის Facebook-ის გვერდზე რატიანის განცხადების საპასუხოდ.

რატიანის განცხადებას ორი კვირით წინ უძღოდა ყრილობის საორგანიზაციო კომისიის ჩამოყალიბება.

22 დეკემბერს სააკაშვილის მომხრეებმა ექვსწევრიანი საორგანიზაციო კომისია შექმნეს  (თითოეული წევრი პოლიტსაბჭოს ხუთმა წევრმა წარადგინა) და ქვეყნის მასშტაბით პარტიის აქტივისტებთან მოსამზადებელი შეხვედრები დაიწყეს. ოპონენტებმა კომისიაში თავიანთი წევრების წარდგენაზე უარი თქვეს. მათ ამის მიზეზად პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის გადაწყვეტილება დაასახელეს, რომლის თანახმადაც საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა პოლიტსაბჭოს მიერ განისაზღვრება.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომელიც პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელია და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა, 24 დეკემბერს ყრილობის გადადების ინიციატივითაც გამოვიდა, მაგრამ ეს წინადადება მიხეილ სააკაშვილმა უარყო.

პოლიტსაბჭოს 27 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც დავით ბაქრაძემ მოიწვია მხარეებს შორის დავის მოსაგვარებლად, ვერ შედგა სააკაშვილის მომხრეთა დაუსწრებლობის გამო. პოლიტსაბჭოს 27 წევმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ყრილობის ჩატარების პროცედურები უკვე განისაზღვრა პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის შეხვედრაზე და ამიტომ პოლიტსაბჭოს ნაჩქარევი შეკრების საჭიროება არ არსებობდა 10 იანვრამდე - შეკრების ეს თარიღი იმავე შეხვედრაზე განისაზღვრა.  მათ ოპონენტები იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ისინი არ თანამშრომლობენ საორგანიზაციო საკითხებზე და არ ასახელებენ საორგანიზაციო კომისიის დანარჩენ წევრებს.

28 დეკემბერს ექვსწევრიანმა საორგანიზაციო კომისიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და პეტრე ცისკარიშვილი  კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო ნინო კალანდაძე კომისიის მდივნად აირჩია. ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიულმა დაპირისპირებამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო ღია ფორმები, როდესაც საქართველოს ექს–პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც იმ დროს ოდესის გუბერნატორი იყო, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და პარლამენტის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრების უმეტესობამ დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით ეს პოზიცია არ გაიზიარა და პარლამენტში შესვლას და მეორე ტურებში მონაწილეობას დაუჭირა მხარი.

უთანხმოება ხელახლა წარმოიშვა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების შემდეგ, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების უმრავლესობა ახალი თავჯდომარის არჩევის მომხრეა, ხოლო პარტიის ძირითადად ის წევრები, რომლებიც დეპუტატები ვერ გახდნენ, ამ ადგილის ვაკანტურად დატოვებას ითხოვენ – საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ 2015 წლის დეკებერში სააკაშვილმა საქართველოში პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეობის უფლებაც დაკარგა და მაშინ პარტიამ გადაწყვიტა, რომ არ აერჩია ახალი თავმჯდომარე.

განსხვავებული შეხედულებები დაფიქსირდა ასევე ყრილობის მასშტაბთან დაკავშირებითაც: მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭედრები ფართომასშტაბიან ყრილობას ითხოვდნენ, სხვები მხარს უფრო ზომიერი ყრილობის ჩატარებას უჭერდნენ. ამ საკითხში, საბოლოოდ სააკაშვილის ჯგუფის პოზიციამ გაიმარჯვა და ყრილობა 20 იანვრისთვის 7 000 დელეგატის მონაწილეობით დაიგეგმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19