Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
“რუსთავი 2”-ის მფლობელებმა საკუთრების დავაზე საქმე წააგეს
Civil Georgia, Tbilisi / 2 მარ.'17 / 22:34


კადრი "რუსთავი-2"-ის პირდაპირი ეთერიდან მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით, ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ საქმე 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება მოგვიანებით იმავე დღეს მიიღო, რომლის თანახმადაც საკუთრების უფლება ქიბარ ხალბაშს მიაკუთვნა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში „რუსთავი 2“-ის შენობის წინ ტელეკომპანიის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი შეიკრიბა.

ტელეკომპანიას პირდაპირი ჩართვა აქვს სტუდიიდან და ტელეკომპანიის ეზოდან, სადაც ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და საქართველოს დემოკრატიას ზიანს მოუტანს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცახდა, რომ პარტია 3 მარტს პოლიტსაბჭოს სხდომას მოიწვევს, რათა მომავალი მოქმედებების გეგმები დასახოს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ტელეკომპანიის ეზოში კარვების გაშლა დაიწყეს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში 2 მარტს გვიან ღამით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აშშ „შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა“.

„პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედია გარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა „იმედგაცრუება“ გამოხატა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო.

„სამწუხარო ქმედება და უზარმაზარი დარტყმა მედია პლურალიზმზე საქართველოში“, - დაწერა მან Twitter-ზე.

ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები, მათ შორის ძმები გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლობლები, სასამართლო დავაში იყვნენ ჩართული ტელეკომპანიის ყოფილ მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან, რომელიც დაახლოებით 10 წლის წინ მის კუთვნილებაში არსებულ ტელეკომპანიაზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს.

„რუსთავი 2“–ის მფლობელობა რამდენჯერმე შეიცვალა მას შემდეგ, რაც ხალვაშმა საკუთარი წილი გაყიდა და სანამ 2011 წელს ძმები ყარამანიშვილები გახდებოდნენ მისი მთავარი მფლობელები. მაგრამ ხალვაში აცხადებს, რომ მესაკუთრეთა ყველა ეს ცვლილება ფიქტიური იყო და ძმები ყარამანიშვილებიც „რუსთავი 2“–ის ნომინალური მფლობელები არიან, რადგან რეალურად ტელევიზიას სააკაშვილი აკონტროლებს.

ტელეკომპანიამ, რომელიც აცხადებს, რომ ხალვაშის განზრახვა ტელეკომპანიის დაბრუნების თაობაზე ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას ისახავს მიზნად, საქმე ჯერ პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოში წააგო და უზენაეს სასამართლოს მიმართა.

„რუსთავი 2“ და ბევრი ოპოზიციური პარტია აცხადებენ, რომ სასამართლო საქმე არის ხელისუფლების და კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყოფილი ტელეკომპანია გააჩუმოს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12