Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნიკა გვარამიამ ხალვაშს შესთავაზა რუსთავი 2 თანამშრომლებს გადასცეს
Civil Georgia, Tbilisi / 3 მარ.'17 / 15:13

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების უფლება მიაკუთვნა, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სთავაზობს, რომ „რუსთავი 2“ იქ მომუშავე თანამშრომლებს გადასცეს.

გარდა ამისა, გვარამია ხალვაშს ფულად ანაზღაურებასაც სთავაზობს.

„გთავაზობთ გამოსავალს ამ გამოუვალი მდგომარეობიდან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ შუაღამისას გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 2 მარტს ტელეკომპანია „TV პირველის“ საინფორმაციო გამოშვებაში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ მას „ტელევიზია არ სჭირდება“ და რომ ის „არის მატერიალური ქონება და ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება“.

„მე ვარ კომერსანტი, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ბიზნესს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს, მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი ან გავამრავლო ჩემი ქონება... მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება, ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა სატელეფონო საუბრისას. დასასრულს კი აღნიშნა რომ ტელეკომპანიის გაყიდვას არ აპირებს.

„მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები“,- თქვა მან.

ამ განცხადების საპასუხოდ ნიკა გვარამიამ 2 მარტს გვიან ღამით განაცხადა: „თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით... თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით „რუთავი 2“ ამ კოლექტივს... მე არა რა თქმა უნდა, მე ნუ მიგულისხმებთ, მე ვარ დაქირავებული მენეჯერი“.

„ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა „TV პირველის“ ეთერში, და მადლობა ამ კომპანიას, რომელმაც გმირულად იმუშავა, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას - ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს „რუსთავი 2“... ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც „რუსთავი 2“ არის ისეთი, როგორიც არის... გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება თანხობრივ ანაზღაურებას, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში საქმის წარმოების დასაწყისში სასამართლოში „7 მლნ-ზე ოდნავ მეტ ლარზე დავობდა“.

„ჩვენ დავთვალეთ - ეს არის 4, 209, 397 დოლარი იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა, დარჩენილ 3, 944, 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ“.

„ხომ უნდა მას გაყიდვა ტელევიზიის, ხომ უნდა ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის იმ კურსის შენარჩუნება, რომელიც არის. ჩვენ მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს, საქართველოს ხელისუფლებას, აი ამ ადამიანებს გადაეცით 100% „რუსთავი 2“ და თქვენს კომერციულ ინტერესს დავაკმაყოფილებთ ჩვენ. ეს არის „რუსთავი 2“-ის ბოლო სიტყვა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა გვარამიამ.

დღეს ტელეკომპანია "იმედმა" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოკლე ინტერვიუ გაავრცელა.

ჩანაწერში ბიზნესმენს უშუალოდ ნიკა გვარამიას შეთავაზებაზე კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ არ უთქვამს რომ ტელევიზიას ყიდის.

„ვთქვი, რომ ვერ შეგპირდებით მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“-ის მფლობელი ვიქნები,“ განაცხადა მან და დასძინა რომ, ჯერ უნდა შეაფასოს რამდენად მომგებიანია ბიზნესი და „თუ იქნება ადამიანი, ვინც უკეთესად გააკეთებს, მივყიდი... ეს ჩვეულებრივი კომერციაა“, - განაცხადა ხალვაშმა.

ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ ისინი „არ აპირებენ ტელევიზიის დატოვებას“, ქიბარ ხალვაშმა აღნიშნა, რომ იგი ტელევიზიაში მისვლას უახლოეს მომავალში გეგმავს, თუმცა „არა ძალის გამოყენებით“.

„ვერავინ ვერ გაგიყვანთ ეთერიდან, თუ გამორთავთ ეთერს, თუ გაგვიყვანეთ ჩვენ აქედან, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტი ზიანის აღება საკუთარ თავზე და ქვეყნის დაზარალება შეუქცევადად, რისი სურვილიც ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ამ ქვეყნის მოქალაქეები და პატრიოტები“, - განაცხადა გვარამიამ.

„ეს არ შეიძლება გაგრძელდეს რაღაც წლობით, ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება რაღაც ძალდატანებით დღეს და ხვალ... ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში ეს უპირისპირდება სახელმწიფოს და არა მე“, - განაცხადა ხალვაშმა და დასძინა, რომ მისი ტელეკომპანიაში მისვლის შემდეგ „იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ მთელი საქართველოს ტელევიზია, და იქნება კრიტიკული, არ იქნება პარტიული".

„რუსთავი 2“-ში ამჟამად მომუშავე პირებთან დაკავშირებით კი ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მოქმედი გუნდიდან „ვისაც უნდა წასვლა ყველა წავა, ვისაც დარჩენა - დარჩება“.

„თუ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებული და კომერციულად გამართული ორგანიზაცია, არხს უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, რეიტინგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები“, - განაცხადა ხალვაშმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11